ყოველი წლის 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება და ამ პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ბავშვების წიგნებით დაინტერესების საკითხი, რისი ნაწილიც არის ღონისძიებები და აქციები გამომცემლობებისა და წიგნების მაღაზიებისგან.
შესაბამისად, წლევანდელ თარიღსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება მომავალ თაობაში კითხვის პოპულარიზაციის კუთხით. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ბავშვებს, რომლებიც ისეთ სახლებში გაიზარდნენ, სადაც წიგნების რაოდენობა 80-იდან 350-მდე მერყეობდა, ზრდასრულ ასაკში წერის, მათემატიკისა თუ კომპიუტერული უნარები უფრო განვითარებული ჰქონდათ. მკვლევრების აზრით, წიგნებთან ადრეულ ასაკში შეხება კოგნიტურ შესაძლებლობებს აფართოებს და კითხვას ჩვეულ პრაქტიკად აქცევს. მნიშვნელოვანია, ბავშვი პირველივე დღეებიდან მიეჩვიოს წიგნებს თავის ცხოვრებაში, რაც სამომავლოდ კითხვის მიმართ მის ინტერესზე იმოქმედებს.
ბავშვების განვითარების პროცესზე დადებითად აისახება მათთვის ხმამაღლა კითხვა. რაც უფრო მეტ სიტყვას ისმენს თუნდაც ახალშობილი მით უფრო სწრაფად და უკეთ შეძლებს მათ დამახსოვრებას და საუბრის უფრო სწრაფად დაწყებას.
თუ გსურთ, რომ თქვენს პატარას წიგნებთან კონტაქტი დაბადებიდან ჰქონდეს, გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:
აღნიშნული წიგნები უნდა იყოს ფერადი, დიდი გამოსახულებებით და ასევე, ბავშვებში კიდევ უფრო დიდ ინტერესს გამოიწვევს, თუ ხმოვანი ფუნქციებიც ექნება.
აღნიშნული წიგნები უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, განმეორებადი, ფერადი და რაც მთავარია, ბავშვს მისით თამაშის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. თავად უნდა აღმოვაჩენინოთ, როგორ გადაფურცლოს წიგნი, როგორ ჩართოს მუსიკა და სხვა.
„პალიტრა L-ი“ უკვე წლებია, აქტიურად გამოსცემს სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ერთი მხრივ, უსაფრთხო მასალებისგან დამზადებულ და მეორე მხრივ, მათი განვითარებისთვის აუცილებელ ლიტერატურას.
საბავშვო წიგნების ფართო არჩევანის სანახავად ეწვიეთ გამომცემლობის ვებგვერდს.
R