მეორადი ტანსაცმელი მსოფლიოში სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება, ამ ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება. შესაბამისად, მზარდია იმპორტიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს თებერვალში საქართველოში 3,078 მლნ აშშ დოლარის მეორადი მოხმარების ტანსაცმელი შემოვიდა, რაც 38%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წლის თებერვალში საქონლის იმპორტმა 2,236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 6,2 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში 40,745 მლნ აშშ დოლარის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, 2022 წელს 34,513 მლნ აშშ დოლარის.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობის და მოხმარების ზრდა ცუდი არ არის, თუმცა კონტროლი აუცილებელია, რაც ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. მით უფრო, რომ მეორადი ტანსაცმელი დამუშავებისა და შენახვის პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს. განაგრძეთ კითხვა