ცნობილი დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა - შარშან მას მეექვსე შვილი ეყოლა 42 წლით უმცროსი ცოლისგან - მშობლები

ცნობილი დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა - შარშან მას მეექვსე შვილი ეყოლა 42 წლით უმცროსი ცოლისგან

2024-04-12 23:53:15+04:00
იტალიელი მოდელიერი რობერტო კავალი 12 აპრილს გარდაიცვალა იტალიის ქალაქ ფლორენციაში. მოდის სამყაროში ის 1970-იანაი წლებიდან მუშაობდა. მისი სამოსი უტარებია ბევრ ცნობილ ქალბატონს, მათ შორის ჯენიფერ ლოპესს, შარლიზ ტერონს და სხვებს.
ფლორენციაში სამხატვრო აკადემია ჰქონდ დამთავრებული და მხატვრობაც სცადა, ფოტოგრფობაც, 1970-იან წლებში კი პირველი კოლექციით წარდგა პარიზში და საკუთარი ბრენდიც შექმნა.
young-roberto-collage-1678432917.jpg
შემდეგ სენ-ტროპეში გახსნა ჯინსების მაღაზია, სადაც სხვა ბრენდების გადაკერილ ჯინსებს ყიდდა და ამან რეპუტაცია შეურყია. პოპულარობის ახალ პიკზე კი 90-იან წლებში მოხვდა, როცა მოდაში შემოვიდა მისი საფირმო ანიმალისტური პრინტები ცხოველების ტყავების ფერებში - ლეოპარდების, ვეფხვებისა და ზებრების. გარდა ამისა, მისმა ბრენდმა აქცია პოპულარულად სტრეიჩ-ჯინსები დ ხელოვნური გაცვეთილობა.
2015 წელს გაყიდა თავის ბრენდზე უფლებები და დასვენება გადაწყვიტა.
მოდელიერს სამი ცოლი ჰყავდა და 6 შვილი დარჩა. მეექვსე შვილი შარშან გაუჩინა შვედმა მოდელმა სანდრა ნილსენმა, რომელიც მასზე 42 წლით უმცროსია და რომელთან ერთადაც რობერტო კავალიმ გაატარა ბოლო წლები - 2014 წლიდან.
image-3-1712952790.png999976302-1678432153-1712952790.jpg
კავალის ბოლო თვეები ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და სანდრა მის გვერდით იყო გამუდმებით, ამბობენ, რომ საავადმყოფოს იატაკზეც კი იწვა.

scale-1200-1712952790.jpg

850-6-1712952790.jpg