და-ძმა ლორი და ჯორჯ შაპელები, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ტყუპები, 62 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სქესის სიამის ტყუპის დაბადება უიშვიათესი შემთხვევაა.
შაპელები 1961 წლის 18 სექტემბერს პენსილვანიაში დაიბადნენ. მათი თავის ქალა ნაწილობრივ შერწყმული იყო, ტყუპები ასევე იზიარებდნენ სისხლძარღვებსა და ტვინის 30%-ს. მათი მდგომარეობის მიუხედავად, განსხვავებული ინტერესები და კარიერა ჰქონდათ: 24 წლის ასაკიდან მარტო ცხოვრობდნენ და ბევრს მოგზაურობდნენ. განაგრძეთ კითხვა