ყაზახეთში მიმდინარე ხმაურიან სასამართლო პროცესს ყოველდღიურად ახალი ამბავი ემატება. მას შემდეგ, რაც გავრცელდა საზარელი ვიდეო, როგორ სცემს ქმარი სალტანატს, დუმილი დაარღვია კუანდიკ ბიშიმბაევის ყოფილმა ცოლმა. ნაზიმ კახარმანმა მასთან 14 წელი იცხოვრა და სამი შვილი გააჩინა. ამბობს, რომ არაერთხელ სცადა ტირანისგან გაქცევა, მაგრამ ბიშიმბაევი ემუქრებოდა.
ბიშიმბაევი გამუდმებით ლანძღავდა, ეჭვიანობდა, ბრალს სდებდა ათას რამეში და ქალმა ბოლოს წასვლა გადაწყვიტა.
"მახსოვს, 31 წლის ვიყავი, რამდენისაც იყო სალტანატი, როცა მოკლეს. ქმრისგან ჩაწვეთებული შხამის პატარ-პატარა დოზებით ჩემი თავდაჯერება და თვითშეფასება ნულზე იყო დაცემული. ბედნიერების ნაცვლად დიდი შავი ხვრელი მქონდა გულში, რომელიც სასიცოცხლო ძალებს მაცლიდა. რამდენიმე წელი ვებრძოდი თავს, დავდიოდი სემინარებზე, პრაქტიკებზე, სადაც ქალები პასუხებს ეძებდნენ. მკითხავებთანაც კი... თუმცა მინდა ვუთხრა ქალებს, თქვენ არაფერი გჭირთ. თუ მამაკაცი გღალატობთ, ეს თქვენი არა, მისი ამბავი და მისი პრობლემაა", - დაწერა ნაზიმმა სოციალურ ქსელში.