ალბათ, სოციალურ ქსელებში საინტერესო და ორიგინალური რეცეპტები, რომლებსაც ტატიანა კვეკვესკირი გვთავაზობს. ტატიანა მოყვარული კულინარია და ამ სფეროში მოღვაწეობა შვილების გამო დაიწყო. როგორც თავად გვეუბნება, სურდა, მის გურულ ბიჭებს მრავალფეროვანი კერძები დაეგემოვნებინათ. დღემდე ეს მათზე ზრუნვისა და სიყვარულის გამოხატულებაა. ალბათ, ვიდეორეცეპტებიდან თქვენც ხშირად გაგიგიათ, რომ კონკრეტულ კერძს თავისი "გურული ბიჭებისთვის" ამზადებს. დღეს ტატიანა კვეკვესკირს უფრო ახლოდან გაგაცნობთ და საინტერესო რეცეპტსაც გაგიზიარებთ, რომლებიც სააღდგომოდ გამოგადგებათ:
- პროფესიით თარჯიმან-რეფერენტი, ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. ჩემი პროფესიით მუშაობა შედარებით გვიან დავიწყე, რადგანაც დიდი დრო ჩემს შვილებსა და მათ აღზრდას დავუთმე. კულინარია ბავშვებთან ერთად ვისწავლე. ვფიქრობდი, რომ მათთვის განსხვავებული და მრავალფეროვანი კერძების შეთავაზება ზრუნვისა და სიყვარულის ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვსწავლობდი, ბავშვებთანაც მაქსიმალურად ბევრ დროს ვატარებდი. როდესაც ჩემი ახლობლები, ნაცნობები ამბობდნენ: "ჩემი შვილი ცუდი მჭამელია, არ ჭამს იმას, რასაც ვუმზადებთ" არ მესმოდა. სულ ვფიქრობდი, რომ თუკი ფანტაზიას მოვიშველიებთ და შვილებს განსხვავებულად შევთავაზებთ იმ პროდუქტებს, რომლებიც გვინდა, რომ მიირთვან, ყველაფერი გამოვა. თავად ყველაფერს ვუკეთებდი და მცირე ასაკიდანვე ვაჩვევდი, რომ სხვადასხვა ისეთი საკვები გაესინჯათ, რომლებიც მათი ზრდისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვანი იყო. თავდაპირველად, კულინარიით, როგორც გითხარით, ჩემი შვილების გამო დავინტერესდი. არც საკუთარი ბლოგი მქონია და არც ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი ვინმეს. ამისთვის დროც არ მქონდა. სტუდენტი ვიყავი, მაღალი აკადემიური მოსწრება მქონდა და პარალელურად დედა ვიყავი. როდესაც ჩემი ბიჭები პატარები იყვნენ, სხვადასხვა კულინარიული გადაცემა გადიოდა და ყურება ძალიან გვიყვარდა. მერე რეცეპტებს ჩვენებურად გადავაკეთებდით და ვამზადებდით. ისინიც ხალისით ერთვებოდნენ პროცესში. თანდათან, თავადაც ბევრი რამ ვისწავლე და გამოცდილება დამიგროვდა.
- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოსა და ტრადიციებს ვეცნობოდი. პირველი დიდი მოგზაურობა ინდოეთში შედგა. გაოცებული ვიყავი, როდესაც სუნელები, მომზადების განსხვავებული ტექნიკა, უამრავი ფერადი პროდუქტი და კერძი ვნახე. საქართველოში რომ დავბრუნდი, ძალიან ბევრი სუნელი ჩამოვიტანე და ოჯახის წევრებს განსხვავებული კერძები შევთავაზე. ისე მოეწონათ, გადავწყვიტე, სოციალურ ქსელებში არსებულ კულინარიულ ჯგუფებშიც დამეწერა რეცეპტები და სხვა ადამიანებისათვისაც გამეზიარებინა. გამოხმაურებაც დიდი იყო. ჩემი შვილი გრაფიკული დიზაინერია და პარალელურად, ბლოგი გამიკეთა. თუმცა, კულინარიულ ჯგუფებში ბლოგის ლინკის გაზიარების უფლებას არ მაძლევდნენ და ამიტომ, ჩემი გვერდი შევქმენი და რეცეპტები იქ განვათავსე. შემდეგ ლოკდაუნი დაიწყო და კიდევ უფრო გავაქტიურდი. ჩვენი ლოგო გავაკეთეთ, ვიდეო რეცეპტების გადაღება დავიწყე და ნელ-ნელა სულ უფრო მეტი ადამიანი შემომიერთდა.
- ნამდვილად არ ველოდი. თავიდან ვიდეოს დამუშავებისა და გახმოვანების დროც არ მქონდა. მხოლოდ მომზადების პროცესს ვიღებდი და ფონად მუსიკას ვურთავდი. თუმცა, შემდეგ კომენტარებში მიწერდნენ, რომ მუსიკის ნაცვლად, თავად გამეხმოვანებინა, ასე მათთვის ბევრად უფრო მარტივად აღსაქმელი იყო. პირველად რომ გავახმოვანე, ძალიან მოეწონათ და შემდეგ უკვე ასე გავაგრძელე. თუმცა, ვიდეოს დამუშავების დრო მაინც არ მაქვს. რასაც ერთი ცდით ჩავწერ, იმას ვუზიარებ გამომწერებსაც. კულინარიაში თვითნასწავლი ვარ. თუმცა, წლებთან ერთად არაერთი კარგი გამოცდილება დავაგროვე. რეცეპტები ჩემებურად გადავაკეთე, ახლებური ინტერპრეტაციით წარვადგინე და ვფიქრობ, ამიტომაც უფრო მოსწონთ. ფრანგული კონდიტერია ძალიან მაინტერესებდა. ამიტომ, შარშან შესაბამისი კურსებიც გავიარე. მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, ქართული, გემრიელი კერძებისა და დესერტების ჩემებური ვარიანტები მაინც ყველაფერს მირჩევნია.
- ჩემს შვილებს მრავალფეროვანი კერძები უყვართ. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრს ვმოგზაურობ და სხვადასხვა ქვეყნიდან სიახლეები ჩამომაქვს, მათაც ჩემეულ ვარიანტებს ვთავაზობ. სწორედ ამიტომაა, რომ ერთი კონკრეტული მიმართულება არ მაქვს.
- ჩემი უფროსი შვილი 22 წლისაა, უმცროსი - 19-ის. ორივე სტუდენტია. უფროსი გრაფიკული დიზაინერია. ჩემი მიზანი იყო, რომ დღევანდელ დროს წესიერი ადამიანები და კარგი მოქალაქეები ყოფილიყვნენ, ვფიქრობ, რომ ეს გამართლდა. როგორი დედა ვარ, ალბათ, ამაზე ჩემმა შვილებმა უნდა ისაუბრონ. მაგრამ, ჩემი შვილებისთვის ვარსებობ. ჩემი ფიქრი, ყოველი საქმე მათით იწყება და ისინი ყოველთვის ნომერ პირველი პრიორიტეტები არიან.
წარმოშობით სამეგრელოდან ვარ. თუმცა, თბილისში გავიზარდე. ჩემი შვილებიც თბილისში დაიბადნენ. ჩვენ სოფელი არც გურიაში გვაქვს, არც სამეგრელოში. სულ მინდოდა, სოფელი, აგარაკი მქონოდა. მესამე წელია, ჩემი ოცნება ავიხდინე და ახლა მცხეთის რაიონში საკუთარი აგარაკი მაქვს.
-კულინარია ჩემი ჰობი და ამავდროულად, ეს ჩემს შვილებსა და ოჯახზე დიდი ზრუნვაა. სამზარეულო განტვირთვაში მეხმარება. კომფორტის ზონაა, სადაც სრული თავისუფლება მაქვს და შემიძლია, ძალია ბევრი რამ ვცადო, გადავაკეთო და ახალი შევქმნა.
აღდგომა გვიახლოვდება, მინდა, ყველას მივულოცო და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. თუკი დამწყები ბლოგერი ხართ და ეს სფერო გაინტერესებთ, ორიგინალურობას გირჩევთ. სხვისი რეცეპტების დაკოპირებას, ჯობს, ჩვენებური შტრიხები შევიტანოთ. ასე პროცესი ბევრად უფრო სახალისო და საინტერესოა.
სააღდგომო ბეკეკა
ინგრედიენტები:
ცხვება ღუმელში 180 გრადუსზე 45 წთ
მომზადება:
თასში მოვათავსოთ კვერცხი და შაქარი, გავთქვიფოთ გათეთრებამდე. დავუმატოთ კარაქი ოთახის ტემპერატურის, არაჟანი, ვანილის ესენცია და კარგად გავთქვიფოთ.შემდეგ ვუმატებთ ფორთოხლის ცედრას, კარდამონს იგივე ილი. ჩავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი და ბოლოს ქიშმიში. მასას ვათავსებთ გამოსაცხობ ფორმაში და ვაცხობთ ღუმელში 180 გრადუსზე 35-40 წთ. გამზადებული ბეკეკა გავაფორმოთ.
ხაჭოს პასკის რეცეპტი შეგიძლიათ, იხილოთ ტატიანას ბლოგზე:
თამარ იაკობაშვილი