ადამიანების არჩევანი მეტწილად ქვეცნობიერში დამალულ ინფორმაციას ასახავს. დღეს მარტივ ტესტს გთავაზობთ: ქვემოთ 6 სხვადასხვა ფორმის კვერცხია შემოთავაზებული. უნდა აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ჩვენ კი გეტყვით, როგორი ხასიათი გაქვთ, რა იმალება თქვენს ქვეცნობიერში და რა არის თქვენი მთავარი ნაკლი:
კვერცხი 1: ძალიან აქტიური ადამიანი ხართ. ამავდროულად, განწყობა სწრაფად გეცვლებათ. შესაძლოა, ერთ მომენტში იცინოდეთ, უცებ კი ტირილის დაწყება მოგინდეთ. ფეთქებადი ადამიანი ხართ და გაღიზიანებთ ყველაფერი, რაც უსამართლოდ მიგაჩნიათ. ვერ იტანთ უწესრიგობასა და უპასუხისმგებლობას. ამავდროულად, შოპინგი თქვენი გატაცებაა. ფულს კი ხშირად ხარჯავთ ისეთ რაღაცებზე, რაც მცირე ხნით გახარებთ, შემდეგ კი ივიწყებთ. არარაციონალური ხარჯები თქვენი მთავარი ნაკლია.
კვერცხი 2: მოგზაურობა, ახალი აღმოჩენები და თავგადასავლები თქვენი მთავარი საქმეა. სხვა ადამიანებისაგან ნამდვილად გამოირჩევით, რადგანაც ბევრი საკითხის მიმართ სრულიად არასტანდარტული მიდგომა გაქვთ. ყველგან დადებით ენერგიასა და სიფერადეს ეძებთ - იქნება ეს ცხოვრება, ტანსაცმელი თუ სხვა. არ მოგწონთ რუტინული საქმეები და ყოველთვის გაურბიხართ მას. ამავდროულად, მერყევი ხასიათი გაქვთ, გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება და შეიძლება ითქვას, ეს თქვენი სუსტი მხარეცაა.
კვერცხი 3: კრეატიული ადამიანი ხართ. ხელოვნება თქვენი ცხოვრების ნაწილი და მთავარი ინტერესია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, თქვენი პროფესია ამ საქმეს პირდაპირ არ უკავშირდებოდეს. როდესაც მოგზაურობთ, რესტორნების ნაცვლად მუზეუმებსა და გალერეებს სტუმრობთ. გიყვართ სიმშვიდე, საკმაოდ მგრძნობიარე ადამიანი ხართ, მარტოობა გსიამოვნებთ და საკუთარ თავთან ბევრი დროის გატარება მოგწონთ. ამავდროულად, საკმაოდ იდუმალი ადამიანი ხართ და ბევრი დრო გჭირდებათ იმისათვის, რომ ადამიანს ენდოთ და გარემოში ადაპტირდეთ. ეს კი თქვენი სუსტი მხარეა.
კვერცხი 4: საკმაოდ იდუმალი ადამიანი ხართ. გირჩევნიათ, ირგვლივ ადამიანთა მცირე ჯგუფი გყავდეთ. ხალხმრავლობაში თავს არაკომფორტულად გრძნობთ. ყურადღებით ირჩევთ მათ, ვისაც საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს გაუზიარებთ. გაღიზიანებთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს საუბრობენ და თავიანთი მიღწევებით ტრაბახობენ. თქვენი მთავარი გატაცება წიგნებია. ახალი ადამიანების გაცნობისას კი ზედმეტად თავშეკავებული ხართ და არ აძლევთ საშუალებას, თქვენს ცხოვრებაში შემოვიდნენ. სწორედ ესაა თქვენი სუსტი მხარე. ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდ ახალ გამოცდილებაზე უარს ამბობთ.
კვერცხი 5: ტრადიციული ადამიანი ხართ. წესებს ცხოვრების ყველა სფეროში მკაცრად იცავთ. თქვენთვის ოჯახი, ახლობლები, შვილები, საყვარელი ადამიანები ნომერ პირველი პრიორიტეტია. მაგრამ, ზოგჯერ სახლში ზედმეტად დომინანტი ლიდერი ხართ და ფიქრობთ, რომ თქვენი აზრი ყოველთვის გასათვალისწინებელია. თქვენი მთავარი ნაკლი ის არის, რომ მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების ინტერესების გამო, ხშირად თქვენი თავი გავიწყდებათ და საკუთარ სურვილებს უგულებელყოფთ.
კვერცხი 6: ძალიან შრომისმოყვარე და გაწონასწორებული ადამიანი ხართ. სხვებთან ურთიერთობაში ყოველთვის გულწრფელი ხართ და სანაცვლოდაც ასეთივე პატიოსნებას ელით. თქვენი მეგობრები საუკეთესო მსმენელად გახასიათებენ და იციან, რომ თქვენი სახით ძალიან საიმედო დასაყრდენი ჰყავთ. გიყვართ სიკეთის გაკეთება და საქველმოქმედო აქტივობებში ხშირად ერთვებით. საქმისადმი ძალიან ერთგული ხართ. სწორედ ამიტომ, თქვენი მთავარი ნაკლი კი ის არის, რომ ოჯახზე წინ პროფესიას აყენებთ.