რომელ საგანშია ყველაზე დიდი კონკურსი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - სტატისტიკა და წინა წლის მონაცემების შედარება - მშობლები

რომელ საგანშია ყველაზე დიდი კონკურსი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - სტატისტიკა და წინა წლის მონაცემების შედარება

2024-04-17 11:40:10+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

წელსაც ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა არჩევით საგნად ისტორიის ჩაბარება გადაწყვიტა, ყველაზე ნაკლებმა კი ხელოვნებას მიანიჭა უპირატესობა.

აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ისტორია აირჩია – 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • მათემატიკა აირჩია – 17 000-მდე აბიტურიენტმა;
  • გეოგრაფია აირჩია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ლიტერატურა აირჩია – 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • სამოქალაქო განათლება აირჩია- 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ქიმია აირჩია – 2 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ფიზიკა აირჩია – 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ბიოლოგია აირჩია – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ხელოვნება აირჩია – 270-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

შედარებისთვის, 2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასეთია:

  • ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა;
  • მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა;
  • ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა;
  • სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 2023 წელს კი 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

როდემდე შეგიძლიათ წაშალოთ ან ჩაამატოთ ჩასაბარებელი საგნები და როდემდე შეგეძლებათ არჩეული ფაკულტეტების შეცვლა - ცვლილებების შეტანის ვადები ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო ველებში
რა შემთხვევაში შეუძლიათ მე-11 კლასის მოსწავლეებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა - პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან
როგორი იქნება წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები და რა უნდა გაითვალისწინოთ მეცადინეობის დროს, რომ გამოცდებზე კარგი შედეგი დააფიქსიროთ - საჭირო რჩევები აბიტურიენტებს

თამარ იაკობაშვილი