სალტანატის სიკვდილის შემდეგ, სანამ პოლიცია მოვიდოდა, ყოფილმა მინისტრმა ვიდეო ჩაწერა და მთელი ქონება ყოფილ ცოლსა და შვილებს დაუტოვა - ახალი დეტალები გახმაურებული მკვლელობის საქმეზე - მშობლები

სალტანატის სიკვდილის შემდეგ, სანამ პოლიცია მოვიდოდა, ყოფილმა მინისტრმა ვიდეო ჩაწერა და მთელი ქონება ყოფილ ცოლსა და შვილებს დაუტოვა - ახალი დეტალები გახმაურებული მკვლელობის საქმეზე

2024-04-18 11:35:09+04:00

სალტანატ ნუკენოვას ტრაგიკულად გარდაცვალების საქმეზე სულ უფრო მეტი ახალი დეტალი ხდება ცნობილი. 31 წლის ქალი ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კუანდიკ ბიშიმბაევის მეუღლე იყო.

სალტანატ ნუკენოვა 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. მანამდე კი მეუღლესთან ერთად მთელი ღამე ასტანას ცენტრში მდებარე რესტორანში იმყოფებოდა. ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი ცოლს ეჩხუბა და ცემა დაუწყო. ცემა და შეურაცხყოფა რვა საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც 31 წლის გოგონამ გონება დაკარგა და საბოლოოდ ცემისგან გარდაიცვალა...

ახლა ბიშიმბაევი ბრალდებულის სკამზეა. თუმცა, თავად დანაშაულს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ქალმა თვითდაზიანებები მიიყენა, თავად კი ისე სცემდა, რომ სასიცოცხლო ორგანოები არ დაეზიანებინა.

მასთან ერთად ბრალდებულია მისი ნათესავიც, რომელიც რესტორანში მუშაობდა, მთელი დღის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა, როგორ სცემდა ბიშიმბაევი საკუთარ ცოლს და არაფერი გააკეთა. ბიშიმბაევის ნათესავი, ბაიჟანოვი თავს იმართლებს და ამბობს, რომ იფიქრა, მისმა რძალმა ბევრი ალკოჰოლი დალია და დაეძინა. ბაიჟანოვს ბრალი დანაშაულის დამალვაში ედება, ბიშიმბაევს კი მკვლელობაში.

ბაიჟანოვის ტელეფონის ჩხრეკის შედეგად დადგინდა, რომ მან ტრაგედიის დღეს ათობით ზარი განახორციელა. მაგრამ ყველაზე საინტერესო მისი მობილურის ვიდეოგალერეაში აღმოაჩინეს. ორი მოკლე ვიდეო, სალტანატის გარდაცვალების დროს ჩაიწერა. ვიდეოში ბიშიმბაევი ანდერძს ტოვებს.

1-1713426062.jpg

"ყველაფერს, რაც მაქვს, ჩემს ანგარიშებს, მთელ ჩემს ძვირფას ნივთებს, ჩემს შვილებს ვუანდერძებ და მათ ვუტოვებ. ქონების განკარგვის უფლება აქვთ ნაზიმს (ბიშიმბაევის ყოფილი ცოლი) და ჩემს შვილებს - მანსურს, კარიმსა და რანიას." - ისმის ვიდეოში.

მეორე ვიდეოში ის დასძენს, რომ ნაზიმს შვილების აღზრდისთვის ქონების 10%-ს უტოვებს.

არის კიდევ ერთი დეტალი: როდესაც გაირკვა, რომ სალტანატი მკვდარი იყო, ბიშიმბაევმა დანა აიღო და თვითმკვლელობა სცადა. ვიდეო ზუსტად მას შემდეგაა გადაღებული, რაც მამაკაცს ხელიდან დანა გამოაცალეს.

77-1713426093.jpg

"ეს მომენტი მახსოვს, დანა წამართვეს, შემაკავეს, იატაკზე ვიჯექი... ვამბობდი, რომ თუ რამე დამემართებოდა, ჩემი მშობლებისათვის ეთხოვათ, რომ ჩემს შვილებზე ეზრუნათ." - თქვა ბიშიმბაევმა სასამართლოში.

კუანდიკის ადვოკატების თქმით, ეს ვიდეო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მამაკაცი სასოწარკვეთილი იყო და ვერ აცნობიერებდა, რა ხდებოდა...

ასევე ირკვევა, გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე სალტანატს ტვინში ჰემატომა განუვითარდა, სავარაუდოდ, ცემის კიდევ ერთი ფაქტის გამო. საბედისწერო ღამეს კი მრავალსაათიანმა ცემამ პროცესი გაამწვავა და მისი სიკვდილი გამოიწვია.

88-1713426176.jpg

გოგონას ოჯახი ბიშიმბაევის მკაცრად დასჯას ითხოვს. სალტანატის ახლობლები იმაშიც დარწმუნებულები არიან, რომ ბიშიმბაევი ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა. შესაბამისად, არც იმ დასკვნას ენდობიან, რომლის თანახმადაც, მამაკაცის ორგანიზმში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა და ალკოჰოლიც მცირე დოზით იყო.

ირკვევა ასევე ისიც, რომ ბიშიმბაევი გამუდმებით ეჭვიანობდა ცოლზე, უკრძალავდა ტელეფონის გამოყენებას და სახლიდან გასვლას, ხოლო თუ მცირე წინააღმდეგობას შეხვდებოდა, სცემდა.

მეც 31 წლის ვიყავი, როგორც სალტანატი, როცა მოკლეს... ბედნიერების ნაცვლად დიდი შავი ხვრელი მქონდა გულში - ბიშიმბაევის ყოფილმა ცოლმა დუმილი დაარღვია
ისე ვურტყამდი, რომ სასიცოცხლო ორგანოები არ დამეზიანებინა... - კადრები გახმაურებული სასამართლოდან და მოძალადის გამაოგნებელი აღიარება