ცნობილი კულინარი ელგა ტაბატაძე წინასააღდგომოდ სრულიად განსხვავებულ, ლაგოდეხური პასკის რეცეპტს გვიზიარებს, რომელიც ადგილობრივი ტრადიციით, ჯემით და ნიგვზით მზადდება.
"მინდა ყველას გავაცნო ჩემი ლაგოდეხური პასკები, რომლებიც ჯემითა და ნიგვზით მზადდება. ჩვენს კუთხეში ასეთი ტრადიციაა, რომელიც მრავალ წელს ითვლის. 20 წელია, მე ვაცხობ, მანამდე დედა და ბებო აცხობდნენ დიდ ფურნეში" - ამბობს ელგა ტაბატაძე.
- 10კვერცხი
- 1.500გრ შაქარი
- 1ლტ რძე
- 400გრ არაჟანი
- 400გრ მაწონი
- 400გრ კარაქი
- 300გრ შავი ქიშმიში,
- 300ფრ თეთრი
- 500გრ ცუკატი
- 4 ს/კ მშრალი საფუარი( farimani)
- 3ცალი ვანილი
- 100გრ ზეთი
- 2,700 ან 3კგ ფქვილი(უმაღლესი ლა ფამილიას მწვანე შეფუთვა)
- 100გრ პასკის ესენცია
პასკის ესენცია:
ერთ პორციას უნდა 100 მგ, თუ უფრო მძაფრი გემო და სურნელი მოგწონთ, შეგიძლიათ მეტი დაუმატოთ, (გადაწურეთ საწურზე და ისე დაუმატეთ).
- 3ცალი ლიმონი დაჭრილი
- 300 მგ. კონიაკი
- 1ცალი მუსკატის კაკალი ან დაფქვილი 1ს/კ
- 1ს/კ მიხაკი დაფქვილი
- 1ს/კ ილი
- 1ს/კ დარიჩინი
- 2 ცალი ვანილი
- 1 ს/კ შაფრანი(ეს აძლევს პასკას სიყვითლეს და სიგემრიელეს)
ეს ყველაფერი დააჩოფერეთ 2 წამით(მეტი არ უნდა). გადაიტანეთ შუშის ქილაში, დაასხით 100 მლ კონიაკი და შეინახეთ გრილ ადგილას რამდენიმე კვირის განმავლობაში.
პასკის მომზადება:
პასკის მასალა უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
კვერცხის გული და 1კილო შაქარი კარგად გავთქვიფოთ. დავამატოთ არაჟანი და გვერდით დადგით თბილად. შემდეგ ამოვიყვანეთ ცილა 400გრ შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად მასის გამყარებამდე. ესეც გვერდით დადგით თბილად.
1ლტ. რძე შეათბეთ და დაამატეთ საფუარი, 100 გრ შაქარი და ფქვილი იმდენი, რომ არაჟნის სისქის გამოვიდეს. შეფუთეთ. 10 წუთში ამოდის, მთავარია სითბოში იყოს და ცხელ რძეში არჩავყაროთ საფუარი, თორემ არ ამოვა.
კვერცხის გულს გადაურიეთ ცილის მასა, გამდნარი კარაქი, მაწონი, არაჟანი, ბოლოს ხაში. ნელ-ნელა კარგად აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ აუცილებლად გაცრილი ფქვილი, ესენცია, ქიშმიში და გადაზილეთ ბოლოს 100გრ ზეთით. კარგად შეფუთეთ, რომ ამოვიდეს.
ამის შეამდეგ ცომი უნდა დაანაწევროთ. თითოეული ულუფა გააბრტყელეთ და ნიგვზიანი გულსართი გადაუსვით. გადაახვიეთ ქადასავით, დაჭერით და დააწყვეთ ფორმაზე. ან გააბრტყელეთ, ჩაადეთ განიერ ფორმაში, გადაუსვით ჯემი და ზემოდან დააფარეთ ცომის მეორე გაბრტყელებული გინდა, ზემოდან დასერეთ.
მე გამოვაცხვე ჩემ საოცარ ფურნეში.
მომზადების ზუსტი ხერხი იხილეთ
ვიდეოში.