ლუი მხიარულად გამოიყურება ფოტოზე და ეს ხალისიანი ფოტო შვებაა მონარქების გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ძალიან განიცდიან მეფე ჩარლზისა და ქეით მიდლტონის გამო, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან.
მსოფლიომ გაიხსენა ცელქი პრინცი ლუის სახალისო ფოტოები, რომლების გამოც ის ყველამ შეიყვარა. მიუხედავად იმისა, რომ ლუის ძალიან დაბალი შანსები აქვს სამომავლოდ გამეფების, ის უდაოდ ყველაზე პოპულარულია ამ ოჯახის ბავშვებს შორის.
თუმცა უსკანდალოდ არც ამ დღეს ჩაუვლია. ვირუსულად გავრცელდა ძველი ვიდეო, რომელიც ლუის დაბადებიდან მალევე გადაიღეს 2018 წელს. როცა ქეითი საზოგადოებაში გამოჩნდა ჩვილით ხელში, მას ეცვა კაბა, რომელიც ძალიან ჰგავდა მია ფეროუს კაბას რომან პოლანსკის ფილმიდან "როზმარის ჩვილი". წითელი კაბა მაქმანით ქეითისთვის ბრიტანელმა დიზაინერმა ჯენი პაკმანმა შეკერა. პრინცესას და მია ფეროუს გმირის შედარება განსაკუთრებულად შემაშფოთებლად მიიჩნიეს ე.წ. შეთქმულების თეორიის მიმდევრებმა, რადგან პოლანსკის ამ ფილმში მია ფეროუს გმირი ეშმაკის შვილს აჩენს.
სხვათა შორის, ეს ფილმი თავად რეჟისორისთვის ცუდ ბედისწერად იქცა - მომდევნო წელს მისი ორსული ცოლი შერონ ტეიტი სექტანტებმა სასტიკად მოკლეს.