ფინანსური ჩვევები ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ბევრ ჩვენგანს ბავშვობაში არ ასწავლიდნენ, როგორ მოექცნენ ფულს სწორად და ამის სწავლა ზრდასრულ ასაკში ბევრი შეცდომის დაშვების ხარჯზე მოგვიწია. არადა ახალგაზრდამ სჯობს თავიდანვე იცოდეს, როგორ შეაფასოს რეალურად თავისი ფინანსური შესაძლებლობები და როგორ განკარგოს მის ხელში არსებული რესურსი გონივრულად. ეს უნარი მას მომავალში გამუდმებული ვალებისგან და ფინანსური კრიზისგან დაიცავს.
დაზოგვის ცოდნა, შემოსავლის განაწილება და ხარჯების დათვლა ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარებია. ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, თუ როგორ შეგიძლიათ ბავშვები სხვადასხვა ასაკში ფინანსურ წიგნიერებას აზიაროთ.
ძალიან მცირეწლოვან ბავშვებს უნდა ასწავლონ იმის გაგება, რომ შემოსავალი ყოველთვის შრომის შედეგია. მოუყევით ბავშვს თქვენი სამუშაოს შესახებ: შეგიძლიათ მარტივი ენით აუხსნათ, რა გევალებათ ან თუნდაც ოფისში მიიყვანეთ!
ბავშვობაში ყველას გვითამაშია "მაღაზიობანა"! როგორც წესი, ასეთ თამაშებში ფულის ნაცვლად ფოთლები ან ქაღალდის ნაკუწები გამოიყენებოდა, მაგრამ შეგიძლიათ უფრო შორს წახვიდეთ და რეალური ფული გამოიყენოთ, თუნდაც ხურდა ფული. ეს ბავშვს ფულის ცნობასაც ასწავლის და უკეთესად აღიქვამს, როგორ გამოიყენოს იგი რეალურ ცხოვრებაში.
სკოლაში ბავშვებმა უკვე უნდა გამოიყენონ ფული: მაღაზიაში ან სკოლის ბუფეტში რამე უნდა იყიდონ, შეძლონ ხურდის დათვლა და ფულის განაწილება პრიორიტეტების მიხედვით და მნიშვნელოვანი შენაძენისთვის დაზოგვაც უნდა მოახეხონ.
უკვე არსებობს წიგნები ფინანსური განათლების შესახებ ბავშვებისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი რამ თქვენთვისაც ახალი იყოს: ასე რომ წაიკითხეთ ისინი ერთად.
მოუყევით თქვენს შვილს გადასახადების, კომუნალური მომსახურებისა და კრედიტების შესახებ
ბავშვები ასაკისა და გამოცდილების ნაკლებობის გამო არ ფიქრობენ კომუნალურ გადასახადებზე, სურსათის ხარჯებსა და სხვა ბევრ რამეზე. უთხარით თქვენს შვილს, რაში იხარჯება თქვენი ხელფასი.
თინეიჯერებთან, თუ თქვენ უკვე ბავშვობაში გარკვეულწილად მოამზადეთ ნიადაგი, ეს შეიძლება საკმაოდ მარტივი იყოს. თუმცა, თუ ახლახან გადაწყვიტეთ მისთვის ფინანსური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, მეტი შრომა მოგიწევთ.
ძალიან მალე თქვენი შვილი სკოლას და შესაძლოა დაამთავრებს სხვა ქალაქშიც გადავიდეს სასწავლებლად. დაეხმარეთ მას მომავალი ექვსი თვის ფინანსური გეგმის შედგენაში, გამოთვალეთ მისი რეგულარული ხარჯები, გასართობი ხარჯები და, რა თქმა უნდა, დანაზოგი. გააცანით დაზოგვის სხვადასხვა გზები. მაგალითად, „ექვსი ყულაბის წესი“: ხარჯები იყოფა ექვს კონკრეტულ კატეგორიად და ყოველთვიურად თითოეულისთვის გარკვეული პროცენტი უნდა დაზოგოთ - მაგალითად, 50 პროცენტი სავალდებულო ხარჯებისთვის, 15% გართობისთვის და ა.შ. აუცილებლად გქონდეთ შემნახველი ყულაბა და ურჩიეთ შვილს, ყოველთვიურად მთელი თავისი შემოსავლის (ჯიბის ფული, საჩუქრები) მინიმუმ ხუთი პროცენტი დაზოგოს.