ვინ არის წყვილი, რომელიც ქორწილიდან პირდაპირ აქციაზე მივიდა: "ბოტების არმია შეესია, მარხვაში ქორწილი როგორ შეიძლებაო?! უკაცრავად, მაგრამ..." - მშობლები

ვინ არის წყვილი, რომელიც ქორწილიდან პირდაპირ აქციაზე მივიდა: "ბოტების არმია შეესია, მარხვაში ქორწილი როგორ შეიძლებაო?! უკაცრავად, მაგრამ..."

2024-04-29 13:35:59+04:00

გუშინ, კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა რუსთაველის გამზირზე, სადაც მოსახლეობამ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი გააპროტესტა.აქციაზე მისულ უამრავ ადამიანს შორის იყვნენ ნეფე-პატარძალიც, რომელთა ფოტოებიც სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გააზიარა.

  • Ambebi.ge-მ გაარკვია, ვინ არის წყვილი, რომელიც აქციაზე პირდაპირ ქორწილიდან მივიდა. ჩვენი ინფორმაციით, სიძე დათა ჟღენტია, რომელსაც როგორც სოციალურ ქსელში აქვს მითითებული, პოლონეთში ცხოვრობს. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ წლების წინ დათა სტიქაროსანი იყო.

ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში წერს:

"ვინც იცნობთ დათას, გუშინდელ აქციაზე თავისივე ქორწილიდან მისულს, ყველამ იცით, თუ როგორი პატიოსანი, ლაღი და უბრალოდ, კარგი ადამიანია! ვინც არ იცით- იცოდეთ…

გუშინვე ბოტების არმია შეესია, მარხვაში ქორწილი როგორ შეიძლებაო?! უკაცრავად, მარხვაში სამშობლოს ღალატი, პირფერობა და “ვერცხლის მოყვარეობა” შეიძლება?", - წერს ბიჭის ახლობელი.

განაგრძეთ კითხვა