მაისის თვის საშუალო ტემპერატურა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ მოგვაწოდა:
"თვის დასაწყისში შედარებით გრილ ამინდებს ველოდებით, თუმცა მაისის თვის საშუალო ტემპერატურა მრავალწლიურ მნიშვნელობასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალი იქნება. დასავლეთ საქართველოში თვის საშუალო ტემპერატურა +18, +20 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალია. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლოა, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ტემპერატურამ +32, +35 გრადუსამდე მოიმატოს. აღმოსავლეთ საქართველოში თვის საშუალო ტემპერატურა +16, +18 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე 1 გრადუსით მაღალია. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლოა, ტემპერატურამ +32, +35 გრადუსამდე მოიმატოს. ნალექები საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე მეტი და მასთან ახლოსაა ნავარაუდევი." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.
თამარ იაკობაშვილი