ინდურ ასტროლოგიაში ყოველი წლის განმავლობაში არსებობს ერთი დღე, რომელსაც განსაკუთრებული ენერგეტიკა ახასიათებს და შეუძლია, ადამიანების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალოს. ე.წ. აკშაია ტრიტია ახალი მთვარის მესამე დღეს ემთხვევა. იმ დღეს, როდესაც მზე ვერძის ნიშანშია, წარმატების, მოტივაციის გაზრდის უფრო მეტი შანსი გვაქვს. ხოლო როცა მთვარე კუროს ნიშანშია, გარკვეულ გადაწყვეტილებებს იმაზე მარტივად ვიღებთ, ვიდრე სხვა დღეებში. პრობლემების გადასაჭრელადაც უფრო მარტივ გზებს ვპოულობთ. ხოლო, სარგებელი განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როდესაც 2024 წელს ეს განსაკუთრებული თარიღი 10 მაისსაა. ამ დღეს მზე და მთვარე ყველაზე ძლიერ პოზიციაში არიან. "აკშაია" უძლეველს ნიშნავს, "ტრიტია" კი მესამეს. ეს იმდენად გამორჩეული და პოზიტივით სავსე დღეა, მისი გამოყენება აუცილებლად ღირს.
ითვლება, რომ თუკი ამ დღეს რაიმე საქმეს დაიწყებთ, გაცილებით მეტი წარმატებასა და იღბალს მიიღებთ. ასევე, თუკი კეთილ საქმეს გააკეთებთ, ეს სიკეთე უკან უფრო გაზრდილი და ხელსაყრელი ფორმით დაგიბრუნდებათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს სამყაროს ადამიანების განსაკუთრებით ესმის, ამიტომაც თქვენს სურვილებთან და ფიქრებთან ფრთხილად იყავით.
რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატებას მიაღწიოთ?
- დაგეგმეთ ახალი პროექტები, ბიზნესის წამოწყება, რაიმე ახლის შესწავლა - ეს დღე საუკეთესო დასაწყისად ითვლება.
- იყიდეთ ოქრო - ბევრ კულტურაში ამ დღეს ოქროს ყიდვა სამომავლო ბარაქასა და სიმდიდრეს განაპირობებს.
- ჩაერთეთ ქველმოქმედებაში - გაიღეთ მოწყალება, მხარი დაუჭირეთ ადამიანებს. თქვენი კეთილი ინიციატივები თავადვე დაგეხმარებათ.
- დაისვენეთ და გამოიყენეთ სულიერი პრაქტიკა - მიმართეთ მედიტაციას, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკა, განიტვირთეთ. მთელი წლის განმავლობაში მშვიდი და გაწონასწორებული აურა გაგყვებათ.
- იზრუნეთ ბუნებაზე, მცენარეებზე - ხეების, მცენარეების დარგვა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ამ გზით სამყაროს კეთილგანწყობას მოიპოვებთ და თქვენი ყოველდღიურობა ბევრად უფრო ნათელი და მრავალფეროვანი გახდება.

რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს?
- მოერიდეთ კონფლიქტებსა და ნეგატიურ აზრებს - წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი წლის განმავლობაში უარყოფითი ემოცია შეგაწუხებთ.
- ნუ უგულებელყოფთ საყვარელი ადამიანების თხოვნას - ეს დღე შეგვახსენებს, რომ თანაგრძნობისა და თანაგანცდის უნარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
- ნუ დახარჯავთ ფულს არაგონივრულად - ნუ შეიძენთ ისეთ ნივთებს, რომლებიც არ გჭირდებათ. დაუფიქრებელმა ხარჯებმა შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში ფინანსური სირთულეები მოგიტანოთ.
- ნუ კონცენტრირდებით მცირე ამოცანებზე - ე.წ. აკშაია ტრიტია გაძლევთ შანსს, რომ სამომავლო გეგმებსა და დიდ პროექტებზე, ამოცანებზე იფიქროთ. ამიტომაც, ეს დღე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ან გრძელვადიანი გეგმის შედგენას დაუთმეთ.