„შესაძლოა, საპენსიო დანაზოგებმა საბჭოთა ანაბრების ბედი გაიზიაროს“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ საპენსიო სააგენტოში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
ამასთანავე, ცომაიამ ისაუბრა ცვლილებების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები კრედიტების სახით შესაძლოა, გაიცეს სხვადასხვა პროექტზე. მისი თქმით, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლებამ 5 მილიარდი ლარის საპენსიო დანაზოგები პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს.
„თუ თეორიულ კონტექსტში განვიხილავთ, საპენსიოს სააგენტოს არსებული სისტემის პირობებში ადამიანების დანაზოგები 100%-ით დაცული არ არის, მაგრამ არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები და გარდა ამისა, თავად მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ შეარჩიონ რისკიანი ან ურისკო პორტფელი, გარდა ამისა, ზედამხედველობა უფრო დივერსიფიცირებული იყო. ასევე საკმაოდ შეზღუდული იყო ის არეალი, სადაც შეეძლო საპენსიო სააგენტოს განეხორციელებინა ინვესტიციები. ეს არეალი და შეზღუდვები მთლიანად მოიხსნა.