ლარი თუ დოლარი - რომელ ვალუტაში ჯობია ფულის შენახვა და რომელ დანაზოგზე მოქმედებს უარყოფითად  მსოფლიოში მიმდინარე პროცესები - მშობლები

ლარი თუ დოლარი - რომელ ვალუტაში ჯობია ფულის შენახვა და რომელ დანაზოგზე მოქმედებს უარყოფითად  მსოფლიოში მიმდინარე პროცესები

2024-05-11 12:20:37+04:00

საბუნებისმეტყველო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე თვალჭრელიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ სახელმწიფო სტრატეგიული რეზერვების შესახებ ისაუბრა.

თვალჭრელიძემ რიგითი ოჯახის მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ სტრატეგიულ რეზერვად ოჯახში ის ფულის შენახვას ანიჭებს უპირატესობას და არა პროდუქტების, როგორც ეს ძველად იყო აუცილებელი.

„დღეს საქართველო სხვა ეკონომიკურ ურთიერთობებზეა გადასული და სტრატეგიულ რეზერვად მოსახლეობას ფულის შენახვას ვურჩევდი და არა პროდუეტქების, როგორც ეს წლების წინ იყო აუცილებელი.

ჰიპერ-ინფლაცია ჩვენ არ დაგვემუქრება, ამიტომ ჩემი რჩევაა, თანხა ეროვნულ ვალუტაში შეინახოთ, რადგან ჩემი დაკვირვებით, პროცესები, რომლებიც მსოფლიოში ხდება, ნეგატიურად სწორედ დოლარში დანაზოგზე მოქმედებს“ - განაცხადა მან.
წაიკითხეთ ასევე: „ერთ ბინაზე რომ რეკავდა 5-10 ადამიანი, ახლა 1-2 ზარი შემოდის“- რამდენი პროცენტით გაიაფდა ქირა