კიმ კარდაშიანის 5 წლის ვაჟს ბებიამ "ტესლას" მანქანა აჩუქა - გრანდიოზული დაბადების დღის დეტალები - მშობლები

კიმ კარდაშიანის 5 წლის ვაჟს ბებიამ "ტესლას" მანქანა აჩუქა - გრანდიოზული დაბადების დღის დეტალები

2024-05-12 11:43:16+04:00

კიმ კარდაშიანის შვილების დაბადების დღეები ყოველთვის გამოირჩევა ფუფუნებით და განსაკუთრებული ფინანსური დანახარჯებით. ამჯერად ვაჟს - ფსალმს შეუსრულდა 5 წელი და ვარსკვლავმა დიდი ოჯახური ზეიმი მოაწყო. შარშანდელ დაბადების დღეზე მეხანძრის თემა ფიგურირებდა, ახლა კი, როგორც ჩანს, ფსალმი შოუ ghostbuster-ით არის დაინტერესებული და თემატიკაც აქედან იყო, ტორტიც.

0c553a67-9349-4028-927e-7b8f6416d8e7-1715501249.jpg

df736a88-75cc-4592-adfa-6598ebd490f8-1715501249.jpg

76801cf5-6cbd-4f03-b41b-c96e0471b4ca-1715501249.jpg

2e8adfc1-5482-46d8-81d0-9f368a821be8-1715501249.jpg

438ae2b5-f3de-4681-a8c8-5d2a8fb91abe-1715501249.jpg

თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება გრანდიოზულმა საჩუქარმა მიიპყრო, რომელიც ბავშვს ბებიამ - კრის ჯენერმა გაუკეთა. მან კიმ კარდაშიანის ერთ-ერთი მანქანის, Tesla Cybertruck-ის მინი-ვერსია შეუკვეთა "ტესლას" და სწორედ ტესლა მიართვა ბიჭუნას. როგორც ამბობენ, სათამაშო მანქანის ფასი დაახლოებით 1500 დოლარია.

კიმმა ფოტოები გამოაქვეყნა და დედას მადლობა გადაუხადა: "მადლობა, დედა, უმაგრესი საჩუქრისთვის".

e237561d4a2bb57097a70ee599b037de-1715501249.jpgkim-and-kris-kardashian-psalm-cyber-truck-051024-bee4d9daef3247a5b0a6842c57cfb1df-1715501249.jpg