კიმ კარდაშიანის შვილების დაბადების დღეები ყოველთვის გამოირჩევა ფუფუნებით და განსაკუთრებული ფინანსური დანახარჯებით. ამჯერად ვაჟს - ფსალმს შეუსრულდა 5 წელი და ვარსკვლავმა დიდი ოჯახური ზეიმი მოაწყო. შარშანდელ დაბადების დღეზე მეხანძრის თემა ფიგურირებდა, ახლა კი, როგორც ჩანს, ფსალმი შოუ ghostbuster-ით არის დაინტერესებული და თემატიკაც აქედან იყო, ტორტიც.
თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება გრანდიოზულმა საჩუქარმა მიიპყრო, რომელიც ბავშვს ბებიამ - კრის ჯენერმა გაუკეთა. მან კიმ კარდაშიანის ერთ-ერთი მანქანის, Tesla Cybertruck-ის მინი-ვერსია შეუკვეთა "ტესლას" და სწორედ ტესლა მიართვა ბიჭუნას. როგორც ამბობენ, სათამაშო მანქანის ფასი დაახლოებით 1500 დოლარია.
კიმმა ფოტოები გამოაქვეყნა და დედას მადლობა გადაუხადა: "მადლობა, დედა, უმაგრესი საჩუქრისთვის".