მარინე ბერიძე სოციალურ ქსელში წერს იმ ადამიანზე, რომელმაც ვახტანგ გორგასლის ძეგლზე დროშა დაამაგრა და მისი ფოტოები თუ ვიდეოები სოციალურ ქსელში მთელი დღე ვრცელდება.
ეს კარგი ბიჭი ჩვენი დათუნა ხუციშვილის ვაჟია, გურამ ხუციშვილი. გახსოვთ, 9 აპრილის შესახებ ფილმში კუბოკრულპერანგიანი ლამაზი ბიჭი კისერზე შემოსმული შვილით. აი, ის პატარაა ეს გურამი.
Ჰოდა, მოდი და სიმბოლოებს ნუ დაუჯერებ: მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა, აფეთქებულ ვერტმფრენში იჯდა. ვაჟმა მისი "დანატოვარი" სიმბოლური დროშა ვახტანგ გორგასალს დააჭერინა ხელში!
...
Მითხარით, რომ ეს სასწაული არ არის".