"ადამიანები იქსის" ვარსკვლავი, 43 წლის ოლივია მანი წელიწადზე მეტია სიმსივნეს ებრძვის. მას 2023 წლის აპრილში დაუსვეს სარძევე ჯირკვლის კიბო და ორმაგი მასტექტომია გაიკეთა და კიდევ სამი ოპერაცია მკერდზე.
მისი დიაგნოზი აგრესიულად და სწრაფა გავრცელებადად შეაფასეს ექიმებმა. "სიმსივნეზე, მის მკურნალობასა და ჰორმონებზე იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე ამას ოდესმე წარმოვიდგენდი", - ამბობს მსახიობი, რომელმაც დიაგნოზი არ დამალა და ყველაფერს საჯაროდ ყვება, რათა ამით სოლიდარობა გამოუცხადოს სხვა ქალებს და ასევე მოტივაცია მისცეს, რომ დროულად ჩაიტარონ პროფილაქტიკური კვლევები.
ოლივია მედიკამენტოზურ მკურნალობაზე იყო და ფაქტობრივად, ლოგინს მიეჯაჭვა. მსახიობი ამბობს, რომ მისი ორი წლის შვილი შეკითხვაზე, სად მუშაობს დედა, საწოლისკენ უთითებდა. ამის შემდეგ ის ალტერნატიულ მკურნლობზე დაფიქრდა.
დღეს მსახიობს ხუთი ოპერაცია აქვს გაკეთებული. მას ამოკვეთეს საშვილოსნო, საკვერცხეები, სარძევე ჯირკვლები...
"ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მე უნდა შევინარჩუნო სიცოცხლე ჩემი ოჯახისთვის. მართლა მქონდა პანიკის მომენტები, ნამდვილი შეტევები. ძალიან რთულია, რომ მთელი ცხოვრება ამ სხეულით იყავი, ასე დიდხანს გქონდა ციკლი, გრძნობ, რომ გაქვს ოვულცია და უცებ ყველაფერმა გაიარა..."
ახლა მსახიობს აღარ შეუძლი დაორსულება, თუმცა მან და მისმა ქმარმა ჯონ მულანიმ კვერცხუჯრედები გაყინეს და ოლივიას ექნება შანსი, კიდევ ერთხელ გახდეს დედა სუროგატო დედის დახმარებით.