რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენს შვილს ჟელიბონი უყვარს - მშობლები

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენს შვილს ჟელიბონი უყვარს

2024-05-14 10:28:24+04:00

თქვენმა შვილმა უკვე აღმოაჩინა ჟელიბონის ფერადი სამყარო და ის ძალიან უყვარს?

ეს გასაკვირი არცაა, რადგან რთულია მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც ჟელიბონი, მარშმელოუ და სხვა ფერადი ტკბილეული არ უყვარს. თუმცა, თქვენ, როგორც მშობელს, ალბათ, გიჩნდებათ კითხვები, რომელიც ჟელიბონს უკავშირდება. მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებისთვის შეთავაზებამდე მათზე სათანადო ინფორმაცია მოიძიოთ.

მწარმოებელი ქვეყანა

პირველ რიგში, გაარკვიეთ, რომელ ქვეყანაშია წარმოებული კონკრეტული პროდუქტი. აუცილებელია, რომ ჟელიბონი, მარშმელოუ თუ სხვა ტკბილეული, რომელსაც თქვენი შვილი მიირთმევს, ევროპული სტანდარტით იყოს დამზადებული. ევროპაში მკაცრად არის დაცული პროდუქციის და განსაკუთრებით, ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების წარმოების წესები და სტანდარტები (ISO).

შემადგენლობა

როგორც წესი, ჟელიბონების შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების მთავარი მიზეზი, მისი შემადგენლობაა. ამიტომ ამა თუ იმ კონკრეტული ტკბილეულის შეძენის დროს, გაეცანით მის შემადგენლობას. ხარისხიანი ჟელიბონი, მაგალითად, როგორიცაა Fini-ს პროდუქცია, არ შეიცავს მავნე დანამატებს, გენმოდიფიცირებულ ნაერთებს, პალმის ზეთს და სხვა. დააკვირდით მის შემადგენლობაში ცხიმებისა და შაქრის რაოდენობას. გაითვალისწინეთ, რომ ბაზარზე ხელმისაწვდომია უშაქრო და უცხიმო, ასევე უგლუტენო და ულაქტოზო ჟელიბონებიც.

ვიზუალი და სტრუქტურა

ჟელიბონისა და მარშმელოუს ხარისხი მისი ვიზუალითაც განისაზღვრება. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის პროდუქტს ირჩევთ, ის უნდა იყოს რბილი და ჰქონდეს ხასხასა შეფერილობა. თუ ის მკვრივია, იცოდეთ რომ ან უხარისხოა, ან ძველი.

ჟელიბონების ყიდვის დროს, არჩევანი გააკეთეთ Fini-ს ბრენდზე, რომელიც 1971 წლიდან ქმნის საბავშვო ტკბილეულს. ესპანეთში შექმნილი ბრენდის პროდუქცია ამჟამად 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. საქართველოში კი Fini-ს პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ევროპროდუქტის“ როგორც ონლაინ მაღაზიაში, ისე ფიზიკურ ლოკაციებზე. მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ უგლუტენო და ულაქტოზო, ასევე ვეგანური ტკბილეული. Fini-ს პროდუქცია ნატურალური და ჯანსაღი მცენარეული ინგრედიენტებისგან მზადდება. მასში მინიმუმამდეა დაყვანილი შაქრის შემადგენლობაც. შაქრის ნაცვლად ბრენდი იყენებს ნატურალურ დამატკბობელს - ხილის წვენს.

თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, თქვენ აღარ მოგიწევთ, შვილებს უარი უთხრათ ჟელიბონის შეძენაზე. გაუხალისეთ ყოველდღიურობა ტკბილეულით, რომელიც მათ საოცარ თავგადასავალს სთავაზობს გემოების, ფერებისა თუ ფორმების დიდი მრავალფეროვნებით. ის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა უნარის გამოსამუშავებლად. მაგალითად, ჟელიბონებით პატარებს ხალისით ასწავლით დათვლას, ფერებს, ფორმებს.

R