ის მხოლოდ მარცხენა ფეხის თითებს ამოძრავებდა... თუმცა ცნობილი მხატვარი და მწერალი გახდა - კრისტი ბრაუნის საოცარი ამბავი - მშობლები

ის მხოლოდ მარცხენა ფეხის თითებს ამოძრავებდა... თუმცა ცნობილი მხატვარი და მწერალი გახდა - კრისტი ბრაუნის საოცარი ამბავი

2024-05-15 16:18:34+04:00

კრისტი ბრაუნის ამბავი ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის სამაგალითო და მოტივაციის მიმცემი, თუ როგორ შეიძლება, ყველაფერი შენ წინააღმდეგ იყოს, მაგრამ მაინც არ დანებდე და მიაღწიო ყველაფერს, რაც გინდა.

ირლანდიელი კრისტი ბრაუნი 1932 წლის 5 ივნისს დაიბადა დუბლინში, ჩვეულებრივი მუშების ოჯახში, სადაც მის გარდა კიდევ 9 ბავშვი იზრდებოდა. მათ გარდა დედამ კიდევ 11 შვილი გააჩინა, თუმცა ისინი ჩვილობისას გარდაიცვალნენ.

კრისტის დაბადებიდან მალევე დაუსვეს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი. იმ დროში ბევრი უარს ამბობდა ასეთი ბავშვების სახლში წაყვანასა და აღზრდაზე, თუმცა მისმა მშობლებმა თავიდანვე ისევე შეიყვარეს და მიიღეს, როგორც სხვა შვილები. უფრო მეტიც, დედა მთელი ცხოვრება გვერდით ედგა, ყოველთვის სჯეროდა მისი, ყველა წამოწყებაში ეხმარებოდა და მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ კრისტი სიყვარულსა და სითბოში იზრდებოდა და რომ მან ბევრ მიზანს მიაღწია.

mpdpcolwgmvawzsnrkeuayavqy-1715778134.jpg

ბავშვობაშივე აღმოაჩინა კრისტიმ, რომ მარცხენა ფეხის თითების გამოყენება შეეძლო საწერად და სახატავად. მოზარდობის ასაკში მისით სოციალური მუშაკი დაინტერესდა, რომელიც რეგულარულად სტუმრობდა მათ ოჯახს, მიჰქონდა არც ისე დალხენილ ოჯახში სახატავი საშუალებები და წიგნები კრისტისთვის და ეხმარებოდა, რომ ლაპარაკიც შესძლებოდა. მისი დახმარებით კრისტი უკვე ჭაბუკობისას ძნელად, მაგრამ მაინც გამოთქვამდა სიტყვებს და თავისი ნახატების პირველ პერსონალურ გამოფენაზეც სიტყვით გამოვიდა.

christy-brown-irish-writer-poet-and-artist-with-mother-b4wcf9-1715778133.jpg

61nurmo-ywl-1715778133._AC_UF1000,1000_QL80_.jpg

კრისტიმ ასევე მოახერხა, არა მხოლოდ ეხატა, არამედ მარცხენა ფეხის თითებით საბეჭდ მანქანაზე ებეჭდა. ასე შეძლო ავტობიოგრაფიის დაწერა სახელწოდებით "ჩემი მარცხენა ფეხი", რომელმაც ასევე გაუთქვა სახელი და რომლის ეკრანიზაციამ ცნობილ მსახიობ დენიელ დეი ლუისს პირველი "ოსკარი" მოუტანა.

61vjva25bzs-1715778169._AC_UF894,1000_QL80_DpWeblab_.jpg
დენიელ დეი ლუისი კრისტი ბრაუნის როლში

წიგნის გამოსვლამ შეიწყო ასევე ხელი მისი პირადი ცხოვრების აწყობას. თავდაპირველად რომანი ჰქონდა გათხოვილ ამერიკელ ქალთან ბერ მურთან, რომელთან ერთად პატარა ბიზნესიც წამოიწყო. მერე კი, როცა უკვე წყვილი დაქორწინებასაც გეგმავდა, რისტიმ ინგლისელი მერი კერი გაიცნო ლონდონში, რომელზეც იქორწინა. მაშინ მას უკვე ჰქონდა დაგროვილი ქონება საკუთარი ნახატებისა და წიგნის მეშვეობით.

christybrown-1715778133.jpg

წყვილი დუბლინთან ახლოს დასახლდა, კრისტიმ განაგრძო წერა და ხატვა. მოგვიანებით ლექსებსა და პიესებსაც წერდა.

81bn09iaqml-1715778133._AC_UF1000,1000_QL80_.jpg66d7c596-bac0-11ed-be32-0210609a3fe2-1715778133.jpg

სამწუხაროდ, ქორწინების შემდეგ მალევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სიცოცხლის ბოლო წლებში განდეგილად იქცა და ამბობენ, რომ მასზე კერი ძალინ ცუდად მოქმედებდა. ბრაუნი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა, 1981 წელს, ვახშმის დროს საკვების გადაცდენით. თუმცა მის სხეულზე სილურჯეები აღმოაჩინეს და ბევრი დღესაც ფიქრობს, რომ ცოლი მასზე ძალადობდა. მოგვიანებით კრისტის ძმამ აღნიშნა, რომ მას არ ჯეროდა კერის გულწრფელი გრძნობების ბრაუნის მიმართ და მიაჩნდა, რომ მან უბრალოდ ანგარებით იქორწინა უკვე ცნობილ კრისტი ბრაუნზე...

კრისტი ბრაუნი დღესაც ლეგენდაა და მასზე ხშირად საუბრობენ, როგორც არაჩვეულებრივი შინაგანი ძალისა და ნიჭიერ ადამიანზე.

christy-brown-by-mikimikibo-d4tshp4-fullview-1715778133.jpgh2548-l89148694-1715778134.jpgh2548-l89148718-1715778134.jpgchristy-brown-the-novelist-and-painter-with-cerebral-palsy-depicted-in-the-movie-my-left-foot-1-1715778134.jpg