ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისის უქმე დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, რომელიც 15 მაისით თარიღდება და ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.
აღსანიშნავია, რომ ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ასევე, დადგენილება არ ვრცელდება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.