ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისის უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავამოწმეთ, დასვენება სკოლებსაც შეეხება. შესაბამისად, 17 მაისს სასწავლო პროცესი არ წარიმართება. ოფიციალურად დასვენების დღეა საბავშვო ბაღებშიც.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მიხედვით, ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ასევე, დადგენილება არ ვრცელდება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
თამარ იაკობაშვილი