მაკულიტერატურა დაბრუნდა! ერთად ვიზრუნოთ გარემოზე - მშობლები

მაკულიტერატურა დაბრუნდა! ერთად ვიზრუნოთ გარემოზე

2024-05-17 10:48:22+04:00

„მაკულიტერატურა“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის წარმატებული პროექტია, რომლის პრეზენტაცია პირველად 12 წლის წინ, 2012 წლის 27 მაისს, თბილისის წიგნის ფესტივალზე გაიმართა.

პროექტში უამრავი ადამიანი ჩაერთო. „მაკულიტერატურამ“ მოსახლეობას საშუალება მისცა, მოძველებული წიგნები და გამოყენებული ქაღალდი ახალ წიგნებზე გადაეცვალა და თავისი ბიბლიოთეკა გაემდიდრებინა.

„მაკულიტერატურა“ გახდა მნიშვნელოვანი რგოლი მაკულატურის ჩაბარების, გარემოს დაცვისა და კითხვის პოპულარიზაციის საკითხში. გარდა ამისა, წიგნების ანალიზისა და დათვალიერების შედეგად, ეროვნულ ბიბლიოთეკას „მაკულიტერატურამ“ უამრავი უნიკალური წიგნი დაუბრუნა.

„მაკულიტერატურა“ განახლებული წიგნების სიით კვლავ დაბრუნდა! მათ, ვისაც სურს ძველი, უსარგებლო წიგნების, თაბახის ფურცლების, რვეულების, ძველი გაზეთების ახალ წიგნებში გადაცვლა, მაკულატურის სანაცვლოდ „ნერგების“ მიღება შეუძლიათ.

442669544-978536396952431-7624505752835306707-n-1715928882.jpg

„მაკულიტერატურა“ ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ მხოლოდ ახალ წიგნებს გვთავაზობს. დაგროვილი ნერგები ახალ წიგნებში იცვლება.

რომელი წიგნების აღებას შეძლებთ მაკულატურის სანაცვლოდ:

  • წიგნები სერიიდან „ერთი მოთხრობა“
  • წიგნები სერიიდან „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“
  • წიგნები სერიიდან „გახდი ბესტსელერის ავტორი“
  • აგათა კრისტის დეტექტიური რომანები
  • წიგნები სერიიდან „ოქროს კოლექცია“
  • წიგნები სერიიდან „იკითხე კლასიკა“
  • წიგნები „ლიბერთინსის“ სერიიდან
  • წიგნები Liber Kids-ის სერიიდან
  • წიგნები ბიზნესზე და თვითგანვითარებაზე
  • წიგნები სერიიდან „პალიტრა კლასიკა“
  • მსოფლიოს საოცრებები
  • მუზეუმები - მუზეუმების ისტორია დასაბამიდან დღემდე
  • წიგნები სერიიდან „წლის ბესტსელერი“
  • სხვადასხვა ქართული და მსოფლიო ბესტსელერები
  • ხმოვანი საბავშვო წიგნები
  • სამაგიდო თამაშები და სხვ.

441308268-2077748015945111-4065290430799214552-n-1715928905.jpg

მაკულატურის გადაცვლის განახლებული მისამართია: ქიზიყის 50 ბ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 599 888 226

R