მარტის თვეში იტალიაში ტრაგიკულად დაიღუპა საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა, 21 წლისგიორგი ჯანელიძე.მას საბერძნეთში იცნობდნენ, როგორც ტიკტოკერს, სახელად Tzane. გიორგი 2011 წლიდან ცხოვრობდა საბერძნეთში, მშობლებთან ერთად.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ჯანელიძე იტალიაში 5-კაციან ჯგუფთან ერთად, ფილმის გადასაღებად ე.წ. მოჩვენებათა სოფელს - Reggio di Calabria - ს (ასე ჰქვია იტალიის მიტოვებულ სოფელს) ესტუმრა, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.
ახლახან, ქალაქ კალამატაში მისი სახელი ეწოდა სკვერს, ასევე, ქუჩას, რომელზეც გიორგი ცხოვრობდა.
უფრო მეტს გიორგის საქმიანობასა და ტრაგიკულ ბედზე მისი ბაბუა,თამაზ ბარბაქაძეგიამბობთ:
"მე და ჩემი მეუღლე 90-იან წლების ბოლოს წავედით ემიგრაციაში, საბერძნეთში 15 წელი დავყავით. იქიდან 2012 წელს, მას შემდეგ დავბრუნდით, რაც იმედი მომეცა, რომ ახალი და უკეთესი ცხოვრება დაიწყებოდა (მეუღლე ახლაც იქაა). ჩემი იქ ყოფნის პერიოდში შვილიც წავიყვანე თან, უფროსი გოგონა მეუღლესთან ერთად (გიორგის დედა), რომელიც ამჟამადაც საბერძნეთშია. იმხანად გიორგი სამტრედიაში ცხოვრობდა, 9 წლამდე იქ სწავლობდა და მშობლებმა მერე ისიც წაიყვანეს, იქ დაამთავრა სკოლა. გიორგი საბერძნეთში ცნობილი ტიკტოკერი და ფიტნესინსტრუქტორი, ძალიან სახელოვანი ბიჭი იყო, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა. თავიდან ძიუდოში ვარჯიშობდა, საბერძნეთის ჩემპიონიც გახდა, მერე კულტურიზმმა გაიტაცა. უამრავი გამომწერი ჰყავდა და ალბათ ამ მხრივ პირველი იყო ევროპაში. ჩვენ არ ვიცოდით, როგორ ჰყვარებიათ ბერძნებს, ეს მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ...
იმ საბედისწერო დღეზე გიამბობთ...
გიორგის ბერძნებისგან შემდგარი ხუთკაციანი ჯგუფი ჰყავდა იტალიაში წაყვანილი, მიტოვებულ სოფელში იყვნენ, რომელსაც სულების სოფელს უძახიან (ცნობილი ტურისტული სოფელია). გიორგი ტიკ-ტოკისთვის სიუჟეტს იღებდა, ძალიან დიდ სიმაღლეზე ავიდა, დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, მეტეხთან დაკიდებული სახლები რომაა კლდეზე, ოღონდ, გაცილებით მაღლები, 100 მეტრამდე. გიორგი კამერებს ამონტაჟებდა, სახლის კარი გამოუღია, აივანი ჰგონებია და ფეხი პირდაპირ ჰაერში გადაუდგამს, ვერც ვერავის მოუსწრია, რომ ეშველათ. გიორგი კლდეზე გადაეშვა, 40 მეტრი აქვს ბავშვს ნაფრენი, ჯერ ლოდებზეა დაცემული, მერე ხევში გადაეშვა კიდევ სადღაც 80 მეტრის სიღრმეზე. განაგრძეთ კითხვა