კარიერული ქსელებისა და დასაქმების უმსხვილეს პლატფორმებს (Indeed, Glassdoor და LinkedIn) აქვს შეჯერებული მონაცემები, იმის შესახებ, თუ რომელ უნარებს აფასებენ დღეს ყველაზე მეტად დამსაქმებლები.
იმის გასარკვევად, თუ რა უნარებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი, სწორედ ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს გავეცანით და სტატიაში მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ:
ბიზნესებს თავიანთ ფუნქციები ე.წ. ღრუბელზე გადააქვთ, ამიტომ ღრუბლოვან გამოთვლებზე მთელს მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა.
ღრუბლოვანი ინჟინრები პასუხისმგებელნი არიან ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემების ინჟინერიასა და მართვაზე.
ხელოვნური ინტელექტი ჩვენს სამყაროს იმაზე მეტად ცვლის, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნა, მათი ტესტირება და ინფრასტრუქტურის შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე ფუნქციაა, რისთვისაც საკმაო უნარების ქონაა საჭირო.
გაყიდვები არის ის, რაც ყველა ბიზნესისთვის საკვანძო ეტაპია. გაყიდვების ლიდერები დახელოვნებულნი არიან გარიგებების წარმოებასა და სხვების მოტივაციაში. ამიტომ მათ განსხვავებული ანაზღაურებაც აქვთ. განაგრძეთ კითხვა