ცოტა ინგრედიენტი, ცოტა დრო და კარგი გემო დედას, რომელიც ბავშვებით არის გარშემორტყმული, ხშირად არ აქვს დრო, ბევრი დრო დაუთმოს ნამცხვრების თუ ტორტების ცხობას. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ფასობს სწრაფად მოსამზადებელი, თუმცა სასარგებლო კერძები. აი, თუნდაც ეს გემრიელი ტორტი.
მაშ ასე, დაგჭირდებათ:
მწიფე ბანანი - 2 ცალი
არაჟანი - 400 გრ
ორცხობილა ("პეჩენია") - უფრო, ხრაშუნა - 300 გრ
შაქარი (მის გარეშეც შეიძლება, თუ ძალიან ტკბილია ბანანი) - 1 ჭიქა
1 ფილა შოკოლადი
მომზადება:
ბანანი არაჟანთან ერთად აურიეთ (შეგიძლიათ, დააბლენდეროთ). დაუმატეთ შაქარი. ასევე დაამატეთ დატეხილი ორცხობილები და აურიეთ. (განსაკუთრებულად უხდება ე.წ. პეჩენია თევზები, ოღონდ არა მარილიანი, მათი დატეხვაც არ დაგჭირდებათ, პირდაპირ ჩაყრით არაჟნისა და ბანანის ნარევში.
შედგით მაცივარში, რომ კარგად გაიჟღინთოს (მაქსიმუმ 2 საათით).
ფილა შოკოლადი გაადნეთ და შეგიძლიათ, უკვე მომზადებულ ტორტს ზემოდან მოასხათ - უფრო გემრიელი და ლამაზიც გამოვა.