სამწუხაროდ, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი ტრისტან სარალიძე, რომელიც ვერაგ დაავადებას ებრძოდა. მსახიობმა თავისი შესანიშნავი კინო თუ თეატრალური როლებით შეაყვარა თავი მაყურებელს.
ტრისტან სარალიძეს თავის მშობლიურ ბორჯომის რაიონში, სოფელ ახალდაბაში დაკრძალავენ.
სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები წერენ გამოსამშვიდობებელ პოსტებს:
- "გაფრინდა ანგელოზებთან ჩვენი უკეთილშობილესი ტრისტან სარალიძე. ნეტავ იქ თეატრი არის? ეს რა გააკეთე შე უხსენებელო სიკვდილო."
- "მადლობა სიყვარულისა და ერთგულებისთვის, ბედნიერება იყო შენს გვერდით ყოფნა!"
- "მშვიდობით ჩემო ტკბილო მეგობარო, ძალიან მატკინე გული, ძალიან! წავიდა ჩვენი ძმაკაცი - ტრისტოც! მიყვარხარ და მადლობა!"
- "ძალიან სამწუხაროა, ქართულმა თეატრმა, ქვეყანამ კიდევ ერთი ღირსეული მოქალაქე და მსახიობი დაკარგა..."