წელს თბილისის წიგნის ფესტივალი ბავშვებსა და ახალგაზრდებს განსაკუთრებულ სიახლეებს ჰპირდება. 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ხუთშაბათს, 30-31 მაისს, ბავშვებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სახალისო STEM აქტივობებში, ილუსტრატორებთან ერთად დახატონ და დაბეჭდონ თავიანთი საყვარელი პერსონაჟები, საინტერესო ნამუშევრები შექმნან ხატვის სტუდია „მხიარული ფერების“ წარმომადგენლებთან ერთად, ასევე ჩაერთონ პოლიმერული თიხის ვორქშოპში, რაც განსაკუთრებით სახალისო იქნება.
1-ელი ივნისი, ბავშვთა დაცვის დღე და 2 ივნისი, ფესტივალის დახურვა განსაკუთრებით დატვირთული იქნება აქტივობებით. პატარა სტუმრებს ბევრი ვორქშოფი, სახალისო ამბავი და წიგნის გმირებთან შეხვედრა ელოდებათ. ასევე, ძაღლთსაშენიდან ფესტივალს ოქროსფერი რეტრივერები ესტუმრებიან და ბავშვებს ამ ულამაზეს ცუგებთან თამაშის საშუალება მიეცემათ. ფესტივალზე მოეწყობა თბილისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა თემაზე „ჩემი საყვარელი წიგნის პერსონაჟი“. 2 ივნისს წიგნის გამომცემელთა და გაავრცელებელთა ასოციაცია გამოფენის საუკეთესო მონაწილეებს დააჯილდოებს.
ღონისძიებების განრიგი დეტალურად:
გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებები მზადდება უფროსკლასელებისთვისა და სტუდენტებისთვისაც. განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამერიკული განათლების კუთხე, რომელიც წელს ფესტივალზე პირველად იქნება წარმოდგენილი. უფრო კონკრეტულად, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მოეწყობა განათლების ცენტრის LEAF-ის (Liberal Enhanced Arts Foundation) კუთხე, სადაც დაინტერესებული პირები ამერიკული განათლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
განათლების ცენტრი LEAF-ი აბიტურიენტებს, სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებულ პირებს უწევს სრულ მხარდაჭერას აშშ-სა და ევროპაში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო პროცედურების გავლასა და უნივერსიტეტების მოძიებაში.
ფესტივალზე ამერიკული განათლების კუთხეში გარდა იმისა, რომ თითოეულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება, პირისპირ გაიაროს კონსულტაცია პროფესიონალთან, ასევე, შეძლებს, ჩაერთოს ვორქშოფში იმის შესახებ, თუ როგორი რეზიუმე უნდა შექმნან, როგორ უნდა შეავსონ აპლიკაცია ამერიკული უნივერსიტეტისთვის და სხვა.
უფრო დეტალურად, რა ინფორმაციას მიიღებენ აშშ-ში სწავლის გაგრძელების მსურველები LEAF-ის კუთხეში, რა პროცესები უნდა გაიარონ მათ მიზნის მისაღწევად და არსებობს თუ არა შესაძლებლობა, სრული დაფინანსება მოიპოვონ უნივერსიტეტებისგან, ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი ჩავლეიშვილი საუბრობს:
ამერიკული განათლების კუთხეში ყველა დაინტერესებულ პირს მივაწვდით ინფორმაციას, რატომ და როგორ უნდა შეარჩიონ ამერიკული უნივერსიტეტები და რა პროცესის გავლაა ამისთვის საჭირო, მაგალითად, აპლიკაციის შევსება, ესსეს დაწერა, რეკომენდაციების შეგროვება და სხვა. ჩამოთვლილთან დაკავშირებით ჩვენი კუთხის სტუმრებს მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას.
საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
მოხარულები ვართ, რომ LEAF-ი წარმოდგენილი იქნება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რადგან იქ შეკრებილები იქნებიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც განათლებით არიან დაინტერესებულები. მიგვაჩნია, რომ ამგვარ ღონისძიებებზე ასეთი ტიპის კუთხეების არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ხშირად არ იციან ახალგაზრდებმა, თუ რა შესაძლებლობები არსებობს უცხოეთში განათლების მიღების კუთხით. ხშირად მათ არ იციან, რომ აქვთ შანსი, ამერიკულ უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით გააგრძელონ სწავლა ისე, რომ თვითმფრინავის ბილეთის ღირებულების გადახდაც კი არ მოუწიოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი აპლიკანტის მიღწევებზეა დამოკიდებული, თუმცა ეს შესაძლებლობა არსებობს.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
ყველაზე დიდი ბარიერი არის ინფორმაციის ნაკლებობა. როგორც წესი, მათ არ იციან ხოლმე საიდან დაიწყონ მუშაობა იმისათვის, რომ ამერიკულ უნივერსიტეტებში მოხვდნენ.
მეორე ბარიერი არის ის, რომ ამერიკულ უნივერსიტეტებში მოხვედრის პროცესი რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რა პრაქტიკაც საქართველოში მოქმედებს და მოიცავს ბევრ ისეთ დეტალს, რომელსაც, როგორც წესი პირველად აწყდებიან ხოლმე. ასევე გამოწვევაა უნივერსიტეტის შერჩევის პროცესიც. აშშ-ში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 5 000-ზე მეტია, აქედან გამომდინარე ყველაზე რელევანტურის შერჩევა რთულია და გადაწყვეტილების მიღებაც უჭირს.
ასევე, ინფორმაციის სიმწირის გამო მსურველებს უჭირთ დაფინანსების მისაღებად საჭირო პროცედურების გავლა. მაგალითად, როდესაც საქართველოში აგრძელებ სწავლას, არ მოგეთხოვება აპლიკაციისა და ფინანსური ნაწილის შევსება, თემების დაწერა, სკოლიდან თუ უნივერსიტეტიდან რეკომენდაციის გამოთხოვა, ამერიკული უნივერსიტეტების შემთხვევაში კი საჭიროა, რაც ქმნის ბარიერებს და საბოლოო ჯამში ისეთ შთაბეჭდილებას, რომ დაფინანსების მოპოვება შესაძლებელი არ არის. არადა ჩემი 15-წლიანი გამოცდილებით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლებელია, ამისათვის საჭიროა მონდომება, მეცადინეობა და კარგი ნიშნები. თუ ამ ყველაფერს სწორად გააკეთებ, რეალურია აშშ-ში დაფინანსების მოპოვება და სწავლის გაგრძელება.
ბაკალავრიატით თუ მაგისტრატურით დაინტერესებულ პირებს თავდაპირველად ვაცნობთ, რა ტიპის უნივერსიტეტებია აშშ-ში და რა არის საჭირო იქ სწავლის გასაგრძელებლად. შემდეგ უნდა შეირჩეს კონკრეტული უნივერსიტეტი მსურველის ინტერესებიდან გამომდინარე და გადავდივართ უკვე აპლიკაციის შევსების პროცესზე, რეზიუმესა და თემების მომზადებაზე. ბოლოს იწყება ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და რეკომენდაციები.
როდესაც ეს პროცესი ბოლომდე მიგვყავს, ვაგვირგვინებთ ჩარიცხვით და აქ ვამთავრებთ მასთან მუშაობას.
რაც შეეხება ვიზის აღებას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც ვუწევთ კონსულტაციას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ჩვენ მხოლოდ უნივერსიტეტთან დაკავშირებული პროცედურებით შემოვიფარგლებით, რომელიც არ მოიცავს სავიზო აპლიკაციის შევსების ნაწილს. თუმცა ვეხმარებით ვიზისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის მოგროვებაში.
ინტერესი ნამდვილად ძალიან მაღალია და ჩვენ ამ პროცესს 15 წელია, თვალყურს ვადევნებთ. არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ ამერიკაში ნამდვილად საუკეთესო უნივერსიტეტებია, ასე რომ როგორც წესი, დაინტერესებული პირებისთვის აშშ ყოველთვის ნომერ პირველი არჩევანია ხოლმე.
ამერიკული განათლების მიღება და უკან დაბრუნდება ბავშვებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში დანერგონ რაღაც ახალი, თქვან ახალი სიტყვა ისეთი განათლებით, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოში ვერ მიიღებ. ასე რომ მე მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა წავა აშშ-ში განათლების მისაღებად, ქვეყანა უფრო წინ წავა და განვითარდება.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ LEAF-ის ვებგვერდს.
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 294 61 74; 577 68 77 33
R