ნინო მუმლაძე ბიჭის დედა გახდა - "გამარჯობა, ჩემო ვარსკვლავბიჭუნა" - მშობლები

ნინო მუმლაძე ბიჭის დედა გახდა - "გამარჯობა, ჩემო ვარსკვლავბიჭუნა"

2024-05-28 22:20:53+04:00
მსახიობი ნინო მუმლაძე და მისი რჩეული - მხატვარი გუგა გოგინაშვილი ვაჟის მშობლები გახდნენ. ნინომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაჟი შეეძინა: "გამარჯობა, ჩემო ვარსკვლავბიჭუნა...ჩემი რონი გოგინაშვილი".
446951720-10211268978317173-138207123761020508-n-1716920671.jpg
ნინო და მისი მეუღლე ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ ერთად და ნინოს ორსულობის შესახებაც რამდენიმე თვის წინ შეიტყო საზოგადოებამ. ნინო ამბობს, რომ მის მეუღლეს არ უყვარს საჯაროობა.

"ჩემი მეუღლე მხატვარი, პროფესიონალი ფერმწერი - გუგა გოგინაშვილი გახლავთ. უბრალოდ, საჯაროდ გამოჩენა თავად არ უყვარს. ბევრი ტელევიზიიდან დაგვირეკეს - სხვადასხვა გადაცემაში გვეპატიჟებიან, მაგრამ სულ უარს ამბობდა. კამერების წინ ზედმეტად გამოჩენა არ მოსწონს..." - ამბობდა ნინო ერთ-ერთ ინტერვიუში.

433672513-10211095150931597-8575730809344506302-n-1716920670.jpg440743321-10211207355096631-8056456617261059353-n-1716920671.jpg437055274-10211155547041462-6079305786786930688-n-1716920670.jpg

თეკლა ჟვანია