მსახიობი ნინო მუმლაძე და მისი რჩეული - მხატვარი გუგა გოგინაშვილი ვაჟის მშობლები გახდნენ. ნინომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაჟი შეეძინა: "გამარჯობა, ჩემო ვარსკვლავბიჭუნა...ჩემი რონი გოგინაშვილი".
ნინო და მისი მეუღლე ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ ერთად და ნინოს ორსულობის შესახებაც რამდენიმე თვის წინ შეიტყო საზოგადოებამ. ნინო ამბობს, რომ მის მეუღლეს არ უყვარს საჯაროობა.
"ჩემი მეუღლე მხატვარი, პროფესიონალი ფერმწერი - გუგა გოგინაშვილი გახლავთ. უბრალოდ, საჯაროდ გამოჩენა თავად არ უყვარს. ბევრი ტელევიზიიდან დაგვირეკეს - სხვადასხვა გადაცემაში გვეპატიჟებიან, მაგრამ სულ უარს ამბობდა. კამერების წინ ზედმეტად გამოჩენა არ მოსწონს..." - ამბობდა ნინო ერთ-ერთ ინტერვიუში.



თეკლა ჟვანია