"დაიწყეს ჩვენი ოჯახის გაშავება… რეალურად უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ" - რას წერს მირანდა ჯობავა? - მშობლები

"დაიწყეს ჩვენი ოჯახის გაშავება… რეალურად უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ" - რას წერს მირანდა ჯობავა?

2024-05-30 10:56:09+04:00

გუშინ ქიქოძის ქუჩის ერთ-ერთი მარკეტიდან გავრცელებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელი მოიცვა. კადრებზე ცოლ-ქმრისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის კამათი იყო აღბეჭდილი, ე.წ. "აგენტების კანონთან" დაკავშირებით.

  • დეპუტატმა თქვა, რომ ვიტალი გუგუჩიას და მირანდა ჯობავას მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მივიდა, რადგან წინა დღეს მათი ხილის დახლიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.

"ბოდიშის მოსახდელად მოვიდა ხალხო, თქვენი ფორთოხალი ვისროლე და უნდა გადავიხადოო რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით-მეთქი…რა წავართვიო??? - მართლა არ მოელოდა ამ პასუხს რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ, მერე ვიტამაც მომისწრო და რაღაც მომენტში, ვიდეოს გადაღებაც მომაფიქრდა…." - დაწერა ვიდეოს ავტორმა.

ამის შემდეგ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრმა ზურაბ ქადაგიძემ გუგუჩიას შესახებ დაწერა, რომ ის მეგის ქარდავას "ხელდასმული გამომძიებელი იყო ნაცრეჟიმის დროს". განაგრძეთ კითხვა