გუშინ ქიქოძის ქუჩის ერთ-ერთი მარკეტიდან გავრცელებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელი მოიცვა. კადრებზე ცოლ-ქმრისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის კამათი იყო აღბეჭდილი, ე.წ. "აგენტების კანონთან" დაკავშირებით.
"ბოდიშის მოსახდელად მოვიდა ხალხო, თქვენი ფორთოხალი ვისროლე და უნდა გადავიხადოო რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით-მეთქი…რა წავართვიო??? - მართლა არ მოელოდა ამ პასუხს რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ, მერე ვიტამაც მომისწრო და რაღაც მომენტში, ვიდეოს გადაღებაც მომაფიქრდა…." - დაწერა ვიდეოს ავტორმა.
ამის შემდეგ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრმა ზურაბ ქადაგიძემ გუგუჩიას შესახებ დაწერა, რომ ის მეგის ქარდავას "ხელდასმული გამომძიებელი იყო ნაცრეჟიმის დროს". განაგრძეთ კითხვა