ბიჭია თუ გოგო? - ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ სქესის გაგების ცერემონიის ვიდეო გაასაჯაროეს - მშობლები

ბიჭია თუ გოგო? - ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ სქესის გაგების ცერემონიის ვიდეო გაასაჯაროეს

2024-06-05 21:58:28+04:00
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე მეორე შვილს ელოდებიან. ფეხმძიმობის ამბავი წინასწარ დადგმული, ლამაზი ვიდეოთი აცნობეს საზოგადოებას, შემდეგ იყო სქესის დასახელების ცერემონია, რომელსაც არ აკლდა ცნობილი სახეები, სტუმრებს შორის იყვნენ: ანრი ჯოხაძე, ნინო ნადირაძე კუზანოვა, გიორგი მაქაცარია და ლიზა ჩაჩუა და.ა.შ. ისინი თავიანთ ვერსიებს ამბობდნენ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მომავალი ბავშვი. თუმცა მაშინ გავრცელებულ კადრებში, არ ჩანდა მომავალი ბავშვის სქესი.
snapinsta-1717611604.app_447543000_1380060432667012_2320480547523229202_n_1290.jpg
snapinsta-1717611605.app_447767950_1856733924801023_5573223056332974006_n_1290.jpgsnapinsta-1717611604.app_447547462_1292200818833216_2309253174062268205_n_1290.jpgsnapinsta-1717611604.app_447543002_307647805636052_4333822666036527890_n_1290.jpg
ამჯერად ვიდეოს სრული ვერსია გამოქვეყნდა და ნოე სულაბერიძემ ასე დაასათაურა: "პასუხი კითხვაზე - ბიჭია თუ გოგო". ვიდეოს ბოლოს, ლენტი პატარა იასამნისფერი ყუთით სრულდება და ჩანს ბედნიერი მშობლების სახეები. თუმცა სქესი წყვილს არ დაუდასტურებია და ვიდეოს კომენტარებშიც უმრავლესობისთვის მაინც ბუნდოვანი დარჩა შეკითხვის პასუხი. ნოეს კომენტარებშიც ეკითხებიან - ბოლო ბოლო გოგოა თუ ბიჭი?
თეკლა ჟვანია
დარწმუნებული ვარ, ბიჭი უნდა იყო... თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, მიყვარხარ და გელოდები... - და-ძმები, მშობლები და ახლობლები ნოეს და ჯანეტის მომავალი ბავშვის სქესს ასახელებენ