ექსპერტები გვირჩევენ, რომ წელიწადნახევარიდან სამ წლამდე, ბავშვის ქცევაში ყურადღება მიაქციოთ გამაფრთხილებელ ნიშნებს, რომლებიც შესაძლოა, აუტიზმის განვითარებაზე მიგვანიშნებდეს.
აუტიზმი თანამედროვე ცივილიზაციის მოვლენაა - გასულ საუკუნეში ის იშვიათ გვხვდებოდა. ახლა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ასიდან ერთ ბავშვს ფსიქიკური განვითარების დარღვევები აქვს, რომლებიც პრობლემებს კომუნიკაციაში, ქცევასა და სოციალურ ადაპტაციაში იწვევს - მეცნიერულად მას აუტისტური სპექტრის აშლილობად (ASD) მოიხსენიებენ.
ეს ტერმინი მრავალ დარღვევას გულისხმობს, რომლებიც ადრე ცალკე დიაგნოზებად ყალიბდებოდა: აუტიზმი, ადრეული ბავშვობის აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი და ა.შ.
აშლილობის მიზეზები ბოლომდე ამოხსნილი არ არის. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსიით, მასზე გავლენას გენეტიკური მიდრეკილება და ნერვული სისტემის განვითარებაში წარმოქმნილი დარღვევები ახდენს. ასეთ ადამიანებს შორის ინტელექტუალური განვითარების დონე ძალიან განსხვავებულია - ღრმა გონებრივი ჩამორჩენილებიდან მაღალგანვითარებული ინტელექტის დონემდე.
დანამდვილებით ცნობილია, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობას მედიკამენტებით ვერ მკურნალობენ, საჭიროა რთული ფსიქოკორექციული მუშაობა. და რაც უფრო ადრე დაიწყება, მით უკეთესი იქნება შედეგი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის თავისებურებების დროულად შენიშვნა და დახმარებისთვის სპეციალისტების ჩართვა
ექიმები, როგორც წესი, 3 წლის ასაკისთვის სვამენ ამ დიაგნოზს, მაგრამ მშობლებმა შეიძლება პრობლემები გაცილებით ადრე, 16-დან 30 თვემდე ასაკში შეამჩნიონ.
რა მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება?
ამ ბავშვებს თითქმის ყოველთვის აქვთ შეზღუდული და განმეორებადი ინტერესები და ხშირია ეპილეფსია, შფოთვა, ჰიპერაქტიურობის სინდრომი. შესაძლოა ძილთან დაკავშირებული პრობლემები იყოს.
იმის გასაგებად, ემუქრება თუ არა ბავშვს აუტიზმის განვითარების რისკი, სპეციალისტები მშობლებს მარტივ ტესტს სთავაზობენ, რომლის მიხედვით, 4 კითხვას უნდა უპასუხონ:
თუ თქვენი პასუხების უმეტესობა უარყოფითია, მაშინ ეჭვი არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის დიაგნოსტიკური მეთოდი – დიაგნოზის დასმა მხოლოდ ფსიქიატრს შეუძლია. კითხვები ეხმარება მშობლებს პრობლემის შემჩნევაში, რათა დროულად დაუკავშირდეს შესაბამის სპეციალისტს გამოსაკვლევად.
მაგრამ მაშინაც კი, თუ ექიმმა დაადასტურა მშობლების შიშები, არ ნიშნავს, რომ ეს განაჩენია. თანამედროვე მეთოდები ვითარების გამოსწორების დიდ იმედებს იძლევა.
აუტისტი ბავშვის აღზრდის მშობლებს ფსიქოლოგები ურჩევს, მხარი დაუჭირონ ერთმანეთს, მარტოხელა მშობლებმა კი საკუთარი თავისთვისაც უნდა გამონახონ დრო.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი საათობით მარტო დარჩეს: აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ყოველდღიურ რუტინას, როგორც წესი, დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ამ რუტინაში უნდა ჩართოთ 5 წუთი, როცა, მაგალითად, „დედა დაკავებულია და შენ კუბებით ითამაშებ“.
და კიდევ: აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბევრი ბავშვი თავს უფრო თავდაჯერებულად და მშვიდად გრძნობს ცხოველზე ზრუნვისას. დააკვირდით თქვენს შვილს, თუ მას უყვარს შინაურ ცხოველებს, ზრუნავს მათზე, მაშინ ღირს, რომ ცხოველის აყვანაზე დაფიქრდეთ.