ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ჰელსინკის უნივერსიტეტის სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტმა ჩაატარა ვრცელი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ბებია-პაპის შვილიშვილებთან ერთად ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვისაც და ბავშვებისთვისაც. უამრავ დადებით ფაქტორს შორის, მათ 3 ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი გამოყვეს:
კვლევამ აჩვენა, რომ თუ მშობლები თავიანთ ზრდასრულ ქალიშვილთან ან ვაჟთან ცხოვრობენ და აქტიურად არიან ჩართულნი შვილიშვილების აღზრდაში, ეს დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური აშლილობის განვითარების რისკს ამცირებს.
ახალგაზრდა დედა შვილების აღზრდის პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას იღებს და შეუძლია, პირადი საკითხების გადაჭრას უფრო მეტი დრო დაუთმოს, დარწმუნებულია, რომ მისი შვილები საიმედო ხელში არიან. საქმეების გადანაწილება და ყოველდღიური რუტინის შემსუბუქება ახალგაზრდა მშობლებისთვის განსაკუთრებული სარგებელია.
ეს ფაქტი 400 ათას ოჯახზე დაკვირვებით დამტკიცდა. შვილიშვილებთან რეგულარული კომუნიკაციით ბებია-პაპა ენთუზიაზმით, სიცოცხლის წყურვილით აღივსებიან და უფრო მარტივად ახერხებენ ასაკობრივი თავისებურებების გადალახვას. ასევე, გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ და თავს უფრო ენერგიულად გრძნობენ.
იმ ოჯახებში, სადაც ბებია-პაპები შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობენ, ბავშვები ბევრად უფრო ლაღები და თავისუფლები არიან და მათთან ემოციების გაზიარებასაც ეჩვევიან. მშობლებს შეუძლიათ, დარწმუნდნენ, რომ ბავშვების ცხოვრებიდან არც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ გამოეპარებათ, რადგანაც შვილიშვილები ბებიებსა და ბაბუებს საკუთარი განცდების შესახებ ყველაზე ხშირად უყვებიან. მათ იციან, რომ მათგან სითბოს, გამხნევებას მიიღებენ და საუბარიც ამიტომ უმარტივდებათ.