ძმები არველაძეების ოჯახი და მათი გემრიელად გართობის ამბები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კარგად ცნობილია. სულ ცოტა ხნის წინ თეონა თავართქილაძეს და რეზი არველაძეს შვილიშვილი შეეძინათ, პატარა სოფიას დაბადება დიდი ზარზეიმით აღნიშნეს. თუმცა, არანაკლები ხმაური იყო სოფიას ნათლობაზე, რომელსაც არ აკლდა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მაკა და მანიკა ასათიანები, ბახვა ბრეგვაძე, რუსკა ქარქაშაძე და.ა.შ. როგორც ირკვევა, რეზი არველაძის რძლის მაკუნას დაბადების დღეზე მონათლეს პატარა სოფია, წვეულება აგარაკზე ღია ცის ქვეშ გაიმართა, ცოცხალი მუსიკა, აუზი, ცეკვა და სიმღერა ნამდვილად არ დაჰკლებია მათ მხიარულ გარემოს, რეზი ბაბუამ შვილიშვილს ჯერ სიმღერა შეუსრულა, შემდეგ კი ბრეიქდანსიც იცეკვა.
მაკუნას მეუღლემ, ვატომ გულის ფორმის ტორტიც ჩააქრობინა და როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, საუცხოო საღამო აჩუქეს სტუმრებს და საკუთარ თავს.
ეს კი რევაზ არველაძის ცეკვ დედასთან ერთად.
თეკლა ჟვანია