ვლადიმერ პუტინის ქალიშვილები "სამალავიდან გამოდიან" -კატერინა ტიხონოვამ და მარია ვორონცოვამსანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მამის იმიჯის გასაძლიერებლად ისაუბრეს - ინფორმაციასbloombergავრცელებს.
ტიხონოვამ და ვორონცოვამ თამამად მიიღეს მოწვევა და სამიტზე თავიანთ კარიერაზე ისაუბრეს. გამოცემის აზრით, პუტინი მისი იმიჯის გასაძლიერებლად ოჯახურ კავშირებს იყენებს.
"პრეზიდენტი ახლა იმ ასაკშია, როცა მემკვიდრეების ძებნას იწყებს. შვილებს კი საუკეთესო ვარიანტად განიხილავს" - ამბობს CIA-ის ყოფილი აგენტი რონალდ მარკსი.
მიუხედავად იმისა, რომ პუტინი შვილებზე საუბარს თავს არიდებს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ს სანქციები ვორონცოვასა და ტიხონოვას შეეხოთ.
"გვჯერა, რომ პუტინის ბევრი აქტივი ოჯახის წევრებთან არის დამალული, ამიტომაც ვუმიზნებთ მათ", - თქვა აშშ-ს მაღალჩინოსანმა.
ვორონცოვა და ტიხონოვა პუტინისა და მისი ყოფილი ცოლის, ლუდმილას შვილები არიან.წყვილი 1983 წელს დაქორწინდა, როდესაც ლუდმილა ბორტგამცილებელი, ხოლო პუტინი KGB-ს აგენტი იყო.