"5 წელი ერთად! გმადლობ, რომ ხარ საუკეთესო ცოლი, დედა და მეგობარი!" - ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ერთად ყოფნის 5 წლის იუბილეს აღნიშნავენ - მშობლები

"5 წელი ერთად! გმადლობ, რომ ხარ საუკეთესო ცოლი, დედა და მეგობარი!" - ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ერთად ყოფნის 5 წლის იუბილეს აღნიშნავენ

2024-06-09 22:06:40+04:00

ნოე სულაბერიძე მოდელ მეუღლეს - ჯანეტ ქერდიყოშვილს მადლობას უხდის ერთად გატარებული 5 წლისთვის. წყვილი სწორედ ამდენი ხანია, უკვე ერთადაა და ცოტა ხანში მათ ოჯახს კიდევ ერთი შვილი შეემატება.

"5 წელი ერთად! გმადლობ, რომ ხარ საუკეთესო ცოლი, დედა და მეგობარი!" - წერს ნოე სოციალურ ქსელში და ფეხმძიმე მეუღლესა და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

snapinsta-1717956929.app_447769702_18437341777003759_5360399202251728974_n_1080.jpg

ნოესთვის მომავალი პატარა მეოთხე შვილი იქნება - მას წინა ქორწინებებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მამასთან ერთად.

snapinsta-1717956929.app_424769559_18413860321003759_6868204722402030481_n_1080.jpgsnapinsta-1717956928.app_424715133_18413860330003759_498124202041063817_n_1080.jpgsnapinsta-1717956929.app_438083112_18429793648005337_5034982786932130522_n_1080.jpg

ბიჭია თუ გოგო? - ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ სქესის გაგების ცერემონიის ვიდეო გაასაჯაროეს