ნუკი კოშკელიშვილი 34 წლის გახდა. დაბადების დღე ოჯახურად აღნიშნა - მეუღლის და შვილის მირთმეული ტორტით, სოციალურ ქსელში კი აღნიშნა, რომ დაბადების დღეზე ცუდ ხასიათზეა ხოლმე.
"ყველას დიდი მადლობა, ვინც არ დაიზარეთ და მომილოცეთ.. მე იმ ცოტა დეპრესიული ადამიანების რაოდენობას მივეკუთვნები, ვისაც თავის დაბადების დღეზე ჰგონია, რომ არავის გაახსენდება და საერთოდაც არავის სჭირდება.. ამიტომ თითოეულმა თქვენმა მესიჯმა გამათბო და დამმუხტა ერთი წლით. ყველა დაგიმახსოვრეთ და კიდევ უფრო შეგიყვარეთ… 34 წლის გავხდი და ვფიქრობ, მომავალ წელს 30-ის გავხდე ერთი-ორი წლით, ვნახოთ…
დაბადების დღეზე ცუდ ხასიათზე ყოფნა მარტო ჩემი სპორტია, თუ ხართ კიდევ ვინმე ამის მიმდევარი?"