ვალერი მელაძე ბაბუა მეორედ გახდა - შვილიშვილს საქართველოში პოპულარული სახელი დაარქვეს - მშობლები

ვალერი მელაძე ბაბუა მეორედ გახდა - შვილიშვილს საქართველოში პოპულარული სახელი დაარქვეს

2024-06-11 08:20:19+04:00

ვალერი მელაძის შუათანა ქალიშვილი, სოფიკო მელაძე ვაჟის დედა გახდა. ვალერი მელაძე უკვე ორგზის ბაბუაა.

ოჯახის ახალი წევრის შესახებ სოციალურ ქსელში სოფიკო მელაძემ თავად დაწერა. ბიჭუნას სახელი უკვე შერჩეულია.

ახალბედა დედამ ბავშვის სამშობიარო ბარათის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ ბიჭი 10 ივნისს, 12:58 წუთზე დაიბადა და 3 130 გრამია. მას სახელი გიორგი დაარქვეს.

338x600-1-7fe104284275aa5cf390bf63d31cc65e588x1043-0x5nlri7cs-8848675409583538924-1718079767.jpg

"მოგესალმებით, გიორგი სავიჩ", - დაწერა დედამ სოციალურ ქსელში.

სოფიკოს ფეხმძიმობა ზამთრის ბოლოს გახდა ცნობილი.

შემდეგ გოგონამ პირად ბლოგზე გამოაქვეყნა ფოტო წამოზრდილი მუცლით - აქედან დაიწყო თაყვანისმცემლების მოლოდინი და მილოცვები.

0396352634493193436-1708596254.jpg

ცხოვრების ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში სოფიკოს მის გვერდით დები და დედა იყვნენ.

728x485-1-65fbd6817e48d56371e7982dfbf297bf1800x1200-0xdf4gqenp-0711920513736420251-1718079830.jpg

ვალერი მელაძის ქალიშვილმა 2022 წელს ბიზნესმენ სავა ბაიბაკოვზე იქორწინა. მის ქმარზე ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან წყვილს არ აქვს ღია საჯარო ცხოვრება. სავა მამის კუთვნილ კომპანია Globaltic-ში მუშაობს ტოპ-მენეჯერად და გარდა ამისა, უძრავი ქონების სფეროში აქვს თავისი ორგანიზაცია. სოფიკოც 2022 წელს გახდა საწარმოს თანამფლობელი, საკვები პროდუქტების სფეროში.

რაც შეეხება ცნობილ ბაბუას, მიუხედავად იმისა, რომ ვალერი მელაძე ჯერ კიდევ 2014 წელს დაშორდა პირველ ცოლს, შვილიშვილმა კვლავ გააერთიანა ყოფილი ცოლ-ქმარი.

ქორწინებაში მყოფი მელაძეს 10 წლის განმავლობაში ჰქონდა რომანი ალბინა ჯანაბაევასთან. წყვილს შვილიც შეეძინა, თუმცა მელაძე ამის შეაახებ დუმდა და მხოლოდ განქორწინების შემდეგ შეწყვიტა ალბინასთან ურთიერთობის დამალვა. იმ დროისთვის მათი უფროსი ვაჟი კონსტანტინე უკვე 10 წლის იყო. მოგვიანებით, წყვილს კიდევ ორი ​​შვილი შეეძინა: ლუკა და აგატა.

წინსაფრიანი ვალერი მელაძე ოჯახური სადილის მომზადებას ხელმძღვანელობს - ვიდეო მელაძისა და ჯანაბაევას ოჯახურ იდილიას ასახავს

ვალერი მელაძის ქალიშვილი, რომელიც მდიდარ ბიზნესმენზე დაქორწინდა, შვილს ელოდება