რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ პრინცესა კალინას რადიკალურ გარდასახვას. 52 წლის ქალის ცნობა მის თანამოქალაქეებსაც კი გაუჭირდათ. ვიდრე მეფე სიმეონ II-ის შვილი საზოგადოებაში არ ჩანდა, ის ნამდვილ ბოდიბილდერად გადაქცეულა...
კალინას ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი; იმით გაითქვა სახელი, რომ სამეფო ოჯახების სხვა წევრებისგან განსხვავებით, პრინცესა პროტოკოლს არ იცავს - უჩვეულო სამოსს ირჩევს და იმიჯს რეგულარულად იცვლის. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს არ მიირთმევს. ვეგეტარიანელია და საკუთარ ფიგურას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ასევე, თუკი გავრცელებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, კალინა სპორტდარბაზში ნამდვილად დიდ დროს ატარებს.
ახალ კადრებს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მეტიც, პრინცესას მისამართით არაერთი შეურაცხმყოფელი კომენტარი გაკეთდა და მის გარეგნობაზე ზოგიერთმა ბოროტად იხუმრა. თავად კალინა ამბობს, რომ სპორტსმენია, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და ბევრს ვარჯიშობს.
ასევე, ბევრმა დაწერა, რომ პრინცესამ სახეზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. თუმცა, როგორც ცნობილია, მან ტრავმა მიიღო და კბილები დაკარგა. სტომატოლოგიური მკურნალობის დროს კი ინფექცია განუვითარდა, რამაც მისი სახის ნაკვთების შეცვლა გამოიწვია. ბევრმა ისიც თქვა, ქალი რეგულარულად იმიტომ ვარჯიშობს, რომ სახიდან აქცენტი სხეულზე გადაიტანოსო.
კალინა 1972 წელს მადრიდში დაიბადა და ბულგარეთის უკანასკნელი მეფის, სიმეონ II-ისა და მისი მეუღლის მარგარიტას მეხუთე შვილია. პრინცესამ პრესტიჟული სკოლა დაამთავრა - ლონდონში ხელოვნებასა და უცხო ენებს სწავლობდა.
2002 წელს ესპანელ მეზღვაურზე დაქორწინდა, რომელიც მასზე 14 წლით უფროსია. 2007 წელს წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც პრინცესას მამის, სიმეონის სახელი დაარქვეს... არაერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ შვილის გაჩენის შემდეგ დაიწყო კალინამ გარეგნობაში ჩარევა და არაერთი ოპერაცია გადაიტანა.