ოსკაროსანი მსახიობი, მერილ სტრიპი, საკუთარ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ხშირად არ საუბრობს და ინტერვიუების დიდი ნაწილი მის პროფესიასა და შემოქმედებას უკავშირდება. თუმცა, 74 წლის ვარსკვლავმა კანის 77-ე კინოფესტივალზე, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, როგორია ახლა მისი ცხოვრების წესი და რითაა დაკავებული:
"ოთხი ზრდასრული შვილი და ხუთი შვილიშვილი მყავს. ამიტომ, დროის სიმცირის გამო, საკმარისი რაოდენობის ფილმებს ვერ ვუყურებ." - თქვა მსახიობმა და აღნიშნა ისიც, რომ ახლა მისთვის დედისა და ბებიის როლი ყველაზე პრიორიტეტულია.
"ერთ დღეში მხოლოდ საათების შეზღუდული რაოდენობაა. ამიტომ, ბევრი ფილმი არ მინახავს. მაგრამ, ვეძებ იმ მსახიობების ფილმებს, რომლებიც მიყვარს და რომელთა ნამუშევრებიც მაინტერესებს." - აღნიშნავს მერილ სტრიპი.
"ძალიან მშვიდი ცხოვრებით ვცხოვრობ. სახლში ოჯახის სხვა წევრებისაგან არანაირად არ განვსხვავდები. ამ არენაზე მოხვედრა კი საოცარია. - თქვა Allouch-თან საუბრისას მერილ სტრიპმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანის კინოფესტივალზე გრანდიოზული დახვედრა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განაგრძეთ კითხვა