მსახიობები ეთო და ნია გუგავები ლელა წურწუმიას სტუმრობდნენ და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს, როგორც დედა-შვილმა. განსაკუთრებით ემოციური გამოდგა პასუხები შეკითხვაზე, თუ რის გამო ემადლიერებიან ერთმანეთს ყველაზე მეტად, რაზეც ნიამ უპასუხა:
„მრცხვენია, როგორ გადადო საკუთარი თავი ჩემთვის, რომ ხუთი წუთი არ მომკლებოდა დედის კალთა... ყოველთვის ვიქნები მადლიერი და ვიცი, რომ ვერ გადავუხდი... მაგრამ შევეცდები, ისე წავიყვანო ცხოვრება, რომ სრულიად უდარდელი სიბერე გქონდეს და დაგიბრუნო ის სითბო და ყურადღება, რაც ჩემში ჩადე...“