საბავშვო ეტლი, რომელშიც 3 თვის ჩვილი იყო, ლიანდაგისკენ დაგორდა... - ამაღელვებელი კადრები, რომელიც სასწაულებს დაგაჯერებთ: რა მოხდა ინგლისში? (ვიდეო) - მშობლები

საბავშვო ეტლი, რომელშიც 3 თვის ჩვილი იყო, ლიანდაგისკენ დაგორდა... - ამაღელვებელი კადრები, რომელიც სასწაულებს დაგაჯერებთ: რა მოხდა ინგლისში? (ვიდეო)

2024-06-15 11:56:41+04:00

ინგლისში, სათვალთვალო კამერამ შემაშფოთებელი კადრი დააფიქსირა - შემთხვევა შაბათს, მატარებლის სადგურზე მოხდა. საბავშვო ეტლი, რომელშიც 3 თვის ჩვილი იმყოფებოდა, ლიანდაგისკენ დაგორდა და მატარებელს დაეჯახა.

კადრებში ჩანს, რომ მატარებელი უახლოვდება პლატფორმა 2-ს, სადაც მგზავრები დგანან.

პლატფორმის ბოლოში ჩანს ლურჯი ეტლი, რომელიც ნელა მოძრაობს ლიანდაგისკენ. ეტლის წინა ნაწილი მოძრავი მატარებლის მესამე ვაგონს ეჯახება. საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა. იხილეთ ვიდეო