ინგლისში, სათვალთვალო კამერამ შემაშფოთებელი კადრი დააფიქსირა - შემთხვევა შაბათს, მატარებლის სადგურზე მოხდა. საბავშვო ეტლი, რომელშიც 3 თვის ჩვილი იმყოფებოდა, ლიანდაგისკენ დაგორდა და მატარებელს დაეჯახა.
კადრებში ჩანს, რომ მატარებელი უახლოვდება პლატფორმა 2-ს, სადაც მგზავრები დგანან.
პლატფორმის ბოლოში ჩანს ლურჯი ეტლი, რომელიც ნელა მოძრაობს ლიანდაგისკენ. ეტლის წინა ნაწილი მოძრავი მატარებლის მესამე ვაგონს ეჯახება. საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა. იხილეთ ვიდეო