"სოსოიას“ ეკრანზე გამცოცხლებელი - დიდებული მხატვარი და შესანიშნავი ადამიანი, ბატონიგელა ჭიჭინაძე76 წლის ასაკში გარდაიცვალა. წუხელ, გვიან ღამით წავიკითხე ბატონი გელას ქალიშვილის -ქრისტო ჭიჭინაძის"ფეისბუქსტატუსი", მამა გარდაიცვალაო. თითქოს გული ჩამწყდა, რადგან... ბატონ გელას პირადადაც ვიცნობდი, თორემ, ზოგადად, ვის არ ახსოვს ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს“ მიხედვით გადაღებული კინორეჟისორლანა ღოღობერიძისმხატვრული ფილმი "მე ვხედავ მზეს“ და მისი მთავარი გმირები ხატია და სოსოია და ეკრანზე მათი გამცოცხლებელნი: ულამაზესი ლეილა ყიფიანიდა ძალიან სიმპათიური გელა ჭიჭინაძე. არც ერთი იყო მსახიობი და არც - მეორე, მაგრამ ორივე მათგანი გამორჩეულად შეიყვარა მაყურებელმა.
ბატონ გელას წლების წინ შევხვდი, ერთადერთხელ, შინ ვესტუმრე და საკმაოდ ხანგრძლივად ვისაუბრეთ. მახსოვს, ვკითხე, თავიდან რომ დაიწყოთ ცხოვრება, რა გზას დაადგებოდით-მეთქი და მიპასუხა, ალბათ, მაინც ამ შარაგზის გავლა მომიხდებოდაო, თუმცა მის ნაამბობში სინანული აშკარად იგრძნობოდა. რამდენჯერმე გადაიტანა ინსულტი და ბოლო წლებში ავადმყოფობდა კიდეც.
ულამაზესი წლები წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ მოგონებები დარჩა, "სოსოიამ“ კი ცხოვრებაში საკუთარი "ხატიები“ და სულ სხვა ცხოვრება აირჩია.
ბატონი გელა ჭიჭინაძის მონათხრობით ვიცი, რომ თბილისის 61-ე საშუალო სკოლის მეცხრე კლასში სწავლობდა, ფილმ "მე ვხედავ მზის“ გადაღებას რომ იწყებდნენ და მთავარი როლებისთვის ბავშვებს სკოლებში არჩევდნენ. იმხანად ის და მსახიობი მურმან ჯინორია იმჟამინდელი პიონერთა სასახლის დრამწრეზე დადიოდნენ, წრეს მსახიობი ვახტანგ ქუთათელაძეხელმძღვანელობდა. მითხრა, ბევრ სპექტაკლში მთავარ როლსაც ვასრულებდიო. პარალელურად, სამხატვრო სკოლაშიც სწავლობდა, გია ფერაძესთან ერთად. სწორედ ამ უკანასკნელს მიუყვანია მარჯანიშვილის თეატრში, სადაც რეჟისორმაანზორ ქუთათელაძემ "ჯარისკაცის ქვრივში“ ზურიას როლი ათამაშა. ასე რომ, რაღაც სამსახიობო გამოცდილება მას მაინც ჰქონდა. ლანა ღოღობერიძემ იგი ფილმისთვის ჯერ სკოლაში შეარჩია, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზეც შეათვალიერა. განაგრძეთ კითხვა