საინტერესო ის არის ამ ყველაფერში, რომ გარდა ასაკობრივი სხვაობისა, ლეფსისთვის ის მესამე ცოლი იქნება და თანაც, ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ალკოჰოლთან მის დამოკიდებულებაზე.
წარმოშობით ქართველი, რუსეთში მცხოვრები მომღერალი გრიგორი ლეფსი (ლეფსვერაძე), რომელიც ცოტა ხნის წინ დაშორდა მეორე ცოლს, კვლავ გამიჯნურებულია. მისმა ახალმა რომანმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან მისი რჩეული ჯერ მხოლოდ 18 წლის არის, თავად გრიგორის უფროს ქალიშვილზე უმცროსია. გოგონა მან უკვე საჯაროდაც წარადგინა და გამოაცხადა, რომ ცოლობაც სთხოვა. თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.
ლეფსის საცოლე ვინმე ავრორა კიბაა, რომელმაც ვარსკვლავი მიჯნურისგან ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი უკვე მიიღო და სავარაუდოდ, თანხმობასაც აპირებს.
საინტერესო ის არის ამ ყველაფერში, რომ გარდა ასაკობრივი სხვაობისა, ლეფსისთვის ის მესამე ცოლი იქნება და თანაც, ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ალკოჰოლთან მის დამოკიდებულებაზე.